ჰელენ ვან ზუილენი
ჰელენ ვან ზუილენი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 21 აგვისტო, 1863 |
დაბადების ადგილი | 8th arrondissement of Paris |
გარდაცვალების თარიღი | 17 ოქტომბერი, 1947[1] (84 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლისაბონი |
ფსევდონიმი | Paule Riversdale და Hélène de Rothschild |
საქმიანობა | ბანოვანი (წოდება), პოეტი, რომანისტი, დრამატურგი და racing automobile driver |
ენა | ფრანგული ენა[1] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
მეუღლე | Étienne van Zuylen van Nyevelt[2] |
შვილ(ებ)ი | Egmont van Zuylen van Nyevelt |
ბარონესა ჰელენ ვან ზუილენი ვან ნიჟეველტი ვან დე ჰაარი ან ჰელენ დე ზულიენ დე ნიეველტ დე ჰაარი (დ. 21 აგვისტო, 1863 – გ. 17 ოქტომბერი, 1947) — როტშილდების ბანკირების ოჯახის ფრანგული ფრთის წევრი. მწერალი რომელიც თავის პარტნიორ რენე ვივიენთან კოლაბორაციაში ქმნიდა მოთხრობებს და პოეზიას. ხანხახან ფსევდონიმ: Paule Riversdale-ის ქვეშ. ის იყო სალომონ ჯეიმს დე როტშილდის ერთადერთი შვილი, თუმცა დედამ ქონება კათოლიკეზე ქორწინების გამო ჩამოართვა, რომელიც იყო ბარონი ეტიენ ვან ზუილენი ვან ჰეიველტი ძველი ნიდერლანდული გვარის ვან ზუილენი ვან ჰეიველტების წარმომადგენელი.
ჰელენი იყო მშვენიერი ეპოქის სამი ფრანგი ქალიდან ერთ ერთი მოტო პიონერი. ის მონაწილეობას ღებულობდა 1898 წლის პარიზი-ამსტარდამი-პარიზი ავტომობილებით გარბენში და არის პირველი ქალი რომელმაც შეძლო საერთაშორისო ავტო რბოლის დასრულება.
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰელენ ბეტი ლუის კაროლინ დე როტშილდი იყო ბარონ სალომონ ჯეიმს დე როტშილდის და ადელ ჰანნა შარლოტ დე როტშილდის (რომელიც სოლომონის გერმანელი ბიძაშვილის მაიერ კარლ ვონ როტშილდის შვილი იყო).[3] ქალიშვილი და ერთადერთი შვილი. ის სასტუმრო სოლომონ დე როტშილდში იზრდებოდა, რომელიც პარიზის გულში მე-8 ოლქში Rue du Faubourg Saint-Honoréს მახლობლად მდებარეობდა. დედამისმა არჩია ქონება საფრანგეთის სახვითი ხელოვნების მთავრობისთვის ეანდერძა ვიდრე საკუთარი ერთადერთი შვილისთვის, რადგან ჰელენმა გადაწყვიტა კათოლიკეზე დაქორწინებულიყო.
მოტოციკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კამილ დუ გასტთან და ჰერცოგინია ანა დე როშუარ დე მორტემარტისთან ერთად ბარონესა ჰელენ ზუილენი იყო მშვენიერი ეპოქის პირველი მოტო პიონერი. ის მონაწილეობას ღებულობდა 1898 წლის პარიზი-ამსტერდამი-პარიზის ავტო გარბენაში ფსევდონიმით "ლოკოკინა" და გახდა პირველი ქალი რომელმაც შეძლო საერთაშორისო საავტომობილო რბოლის წარმატებით დასრულება.[4]
მისი ნიდერლანდელი მეუღლე იყო საფრანგეთის საავტომობილო კლუბის პრეზიდენტი (A.C.F.) და 898 წლის პარიზი-ამსტერდამი-პარიზის ავტო გარბენის მთავარი ორგანიზატორი. გარბენი მიმდინარეობდა 7–13 ივლისში, მონაწილეებმა დაფარეს 1431 კილომეტრი. მანძილი 33:04:34 საათში დაფარა და გამარჯვებული გახდა ფერნარდ ჩარონი, რომელიც Panhard-ს მართავდა. რეტროსპექტივაში მას ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც: III Grand Prix de l'ACF.[5][6]
1901 წელს ვან ზუილენი ჩერთო პარიზი-ბერლინი რბოლაში, თუმცა პირველივე დღეს ტექნიკური პრობლმების გამო ჩამოშორდა რბოლას. მეორ ერთადერთი ქალი 122 მონაწილეშ იყო კამილია დუ გასტი რომელმაც 33-ე ადგილზე დაასრულა რბოლა.[3]
მისი თიკუნი იყო "ბრიოში" და იყენებდა ფსევდონიმს - "ლოკოკინა", ხოლო მისი ქმარი ეტიენ ვან ზუილენი მონაწილეობდა ესკარგოტის (ლოკოკინა ფრანგულად) სახელთ.[7]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Families of fortune: life in the Gilded Age, Alexis Gregory, (Rizzoli International Publications, 1993), Page 128
- ნატალი კლიფორდ ბარნი, Adventures of the Mind (New York: New York University Press, 1992)
- კოლეტი, The Pure and the Impure (New York: Farrar Straus, 1967)
- Jean-Paul Goujon, Tes Blessures sont plus douces que leurs Caresses: Vie de Renee Vivien (Paris: Cres, 1986)
- André Germain, Renee Vivien (Paris: Regine Desforges, 1986)
- კარლა ჯეი, The Amazon and the Page: Natalie Clifford Barney and Renee Vivien (Bloomington: Indiana University Press, 1988)
- Paul Lorenz, Sapho, 1900: Renee Vivien (Paris: Julliard, 1977)
- The Castles of Holland: Famous Netherland's Sights by Karen Lac. Kasteel de Haar
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Kindred Britain
- ↑ 3.0 3.1 Université Paris X Nanterre, LES FEMMES ET L’AUTOMOBILE A LA BELLE EPOQUE 1898–1922) – A partir de l’hebdomadaire La Vie au Grand Air. Présenté par Céline CAUVIN Sous la direction de Mr Jean-Pierre BLAY. Pages 47–50
- ↑ Université Paris X Nanterre, LES FEMMES ET L’AUTOMOBILE A LA BELLE EPOQUE 1898–1922) – A partir de l’hebdomadaire La Vie au Grand Air. Présenté par Céline CAUVIN Sous la direction de Mr Jean-Pierre Blay. PDF in French Page 48. (Chauffeuse émérite, ... Sous le pseudonyme de SNAIL qu'elle a conservé, elle prit part, il y a trois ans et avec succès, à la course Paris-Amsterdam. (Magazine La Vie Au Grand Air 30 June 1901 p.367)
- ↑ 1898 Grand Prix and Paris Races დაარქივებული 14 July 2015 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on 7 September 2009.
- ↑ Graces Guide – British Industrial History. 1903 Motorists
- ↑ Google Books – Mercedes And Auto Racing In The Belle Epoque, 1895–1915 By Robert Dick. Page 34.