კოლეტი
კოლეტი, ნამდვილი სახელი: გაბრიელ სიდონი (ფრანგ. Gabrielle Sidonie; დ. 28 იანვარი, 1873 — გ. 3 აგვისტო, 1954) — ფრანგი ნოველისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლეტი (გაბრიელ სიდონი) დაიბადა 1873 წლის 28 იანვარს იონაში, საფრანგეთი. მისი პირველი წიგნები ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს: „კლოდინი სკოლაში“, „კლოდინი პარიზში“, „კლოდინი თხვოდება“, „ლოდინი მიდის“. ამ რომანებში კოლეტი თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს აღწერს. მწერალ ქალს განსაკუთრებით ემარჯვებოდა ფსიქოლიგიური ანალიზი და სათქმელს უჩვეულო სიფაქიზით გადმოსცემს. პირველ რომანებს თავისი ქმრის, ვილის გვარით აქვეყნებდა. ქმართან გაცილების შემდეგ იგი მსახიობობას იწყებს, გამოდის მიუზიკგოლებში. 1913 წლიდან კი მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობას მისდევს და ყველა წიგნს კოლეტის ფსევდონომით ბეჭდავს. მისი რომანების ძირითადი თემებია — სიყვარული, ქალის მდგომარეობა, მისი ემანსიპაცია, განთავისუფლება ბურჟუაზიული ცრურწმენებისაგან: „შერი“, „შერის დასასრული“, „მოხეტიალე ქალი“, „მიუზიკჰოლში“ ად სხვა. ბუნების, სოფლისა და ცხოველთა სამყაროს მოტრფიალე კოლეტი დიდი ოსტატობითა და სიყვარულით გვიხატავს ბუნების სილამაზეს, ცხოველთა ცხოვრებას: „მხეცების დიალოგი“, „სიდო“, „კატა“, „მშვიდობა ცხოველებს შორის“. ლირიკული დღიური „მწუხრის ვარსკვლავი“ მიეძღვნა საფრანგეთის „წინააღმდეგობის“ მოძრაობას. კოლეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. არჩეულ იქნა ბელგიის სამეფო აკადემიისა და გონკურების აკადემიის წევრად. ლიტერატურული დამსახურებისთვის მიენიჭა საპატიო ლეგიონის ორდენი.
კოლეტი გარდაიცვალა 1954 წლის 3 აგვისტოს პარიზში, საფრანგეთი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანგული ნოველა, ტომი 2; „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1976; გვ. 552-553
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 MEHI – Media Art Database
- ↑ 3.0 3.1 3.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118521527 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 7.0 7.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 8.0 8.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 9.0 9.1 IMSLP — 2006.
- ↑ 10.0 10.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 11.0 11.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 12.0 12.1 FemBio database
- ↑ 13.0 13.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 14.0 14.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Pinson G., Thérenty M. Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
- ↑ 16.0 16.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 17.0 17.1 GeneaStar
- ↑ 18.0 18.1 Babelio — 2007.
- ↑ 19.0 19.1 19.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 20.0 20.1 Munzinger Personen
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 22.0 22.1 22.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 224.
- ↑ Michel del Castillo pour Lire Magazine littéraire Qui était Mathilde de Morny, la maîtresse de Colette ? — Ouest-France, 2023.
- ↑ Albert N. G. Colette et Missy, un couple au sein du premier réseau queer — 2023. — გამ. 40. — doi:10.4000/SEXTANT.2108
- ↑ Biographie