ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზა
დაბადების თარიღი 22 თებერვალი (6 მარტი), 1889
დაბადების ადგილი კოკანდი[1]
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 1929(1929-03-18)[1] [2] [3] (40 წლის)
გარდაცვალების ადგილი შაჰიმარდანი
ფსევდონიმი Nihon[4]
საქმიანობა მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი, კომპოზიტორი, რომანისტი, სცენარისტი, დრამატურგი[4] , პოლიტიკური აქტივისტი[4] და მეცნიერი[4]
ენა უზბეკური ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ

ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზა (უზბეკ. Hamza Hakimzoda Niyoziy, Ҳамза Ҳакимзода Ниёзий; რუს. Хамза Хакимзаде Ниязи), (დ. 6 მარტი, 1889, კოკანდი — გ. 18 მარტი, 1929, შაჰიმარდანი) — უზბეკი მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. უზბეკეთის სახალხო პოეტი (1926). უზბეკეთის საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებელი.[5]

მის რევოლუციამდელ ნაწარმოებთაგან მნიშვნელოვანია ხელნაწერი "დივანი" (1905-1914, გამოვიდა პოეტის სიკვდილის შემდეგ). 1916-1919 წლებში გამოქვეყნებულ ლექსებში (7 კრებული) აისახა პოეტის გადასვლა რევოლუციური ბრძოლის პოზიციებზე. ჰამზა იბრძოდა ქალის უფლებებისათვის, ამხელდა ნაციონალისტებს, რეაქციულ სასულიერო პირებს. მოკლა რელიგიის ფანატიკოსების გააფთრებულმა ჯგუფმა.

ჰამზა უზბეკეთის ლიტერატურაში სოციალური რეალიზმის ფუძემდებელია. კლასიკური პოეტური მეტრიკა (არუზი) გაამდიდრა ხალხური სალექსო ფორმებით. უზბეკეთის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც თეატრალურმა მოღვაწემ, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა. ჰამზას სახელობისაა უზბეკეთის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Хамза Хакимзаде Ниязи // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Czech National Authority Database
  5. Mirbadaleva, A. S. „Gafur Gulyam“. In A. M. Prokhorov (ed.). დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (Russian). Moscow: Soviet Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 9 December 2014. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |month= და |coauthors= (დახმარება)