ჰაფიზ ბახიში
ჰაფიზ ბახიში (აზერ. ბახიშოვი ჰაფის ბახიშის ძე; დ. 1932 – გ. 1989) – აზერბაიჯანელი პოეტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაფიზ ბახიში დაიბადა 1932 წელს 15 ოქტომბერს ზანგაზურის მხარის გაფანის რეგიონის სოფელ იუხარი გირათაღში, მასწავლებლის ოჯახში. საჯარო სკოლა 1950 წელს გაფანის რაიონის სოფელ შაჰარჯიქში დაამთავრა.
1950–1952 წლებში სოფელ გაოვშუდში დაწყებითი განათლების მასწავლებლად მუშაობდა, 1952–1956 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტზე. სწავლისას 1954 წელს აზერბაიჯანის მხატვრული კინოს გაერთიანების ხელმძღვანელი იყო. 1956–1961 წელს ქალაქ სუმგაითის პიონერთა სახლისა და კულტურის სასახლის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.
1961 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფოს რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. პირველი ლექსი გამოქვეყნდა გაზეთ „სოციალისტ სუმგაითში“. ოცამდე კომპოზიციის ავტორი.
1989 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Azərbaycan oğluyam". B.: , 1980.- s., nüs.
- "Sona bülbüllər". B.: , 1983.- s., nüs.
- "Eşqimi sönməyə qoymaram". B.: , 1989.- s., nüs.
- "Dağlar üçün darıxmışam". B.: , 2001.- s., nüs.
- "Bu torpağa bağlıyam". (nəğmələr, şeirlər və poemalar) B.: İqtisad Universiteti, 2002.- 218 s.,500 nüs.
- "Ömür bir yarpaq imiş". B.: Şirvannəşr, 2002.- 100 s., 300 nüs.
- "Ana layla deyir", Bakı: "Zərdabi LTD" MMC, 2012. - 296 s., 1000 nüs.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tamxil Ziyəddinoğlu, "Hafiz Baxış-80". Bütöv Azərbaycan qəzeti, №36(168), 17-23 oktyabr 2012-ci il.