ჰაროლდის და კუმარის შობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჰაროლდის და კუმარის შობა“

პოსტერი
ჟანრი კომედია
რეჟისორი ტოდ სტრაუს-შულსონი
პროდიუსერი გრეგ შაპირო
სცენარის ავტორი ჯონ ჰურვიცი
ჰეიდენ შლოსბერგი
როლებში ჯონ ჩო, კალ პენი, ნილ პატრიკ ჰარისი
მუსიკა ვილიამ როსი
დისტრიბუტორი New Line Cinema
გამოსვლის თარიღი
  • 4 ნოემბერი, 2011 (2011-11-04)
ხანგრძლივობა 89 წუთი[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 19 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 36.2 მილიონი აშშ დოლარი[3]

ჰაროლდის და კუმარის შობა, იგივე ჰაროლდი და კუმარი 32011 წელს ამერიკული 3D კომედია. ფილმის რეჟისორია ტოდ სტრაუს-შულსონი, ხოლო სცენარისტები ჯონ ჰურვიცი და ჰეიდენ შლოსბერგი. ფილმში მონაწილეობენ ჯონ ჩო, კელ პენი და ნილ პატრიკ ჰარისი. ეს არის გაგრძელება 2008 წლის ფილმისა „ჰაროლდის და კუმარის გაქცევა გუანტანამოს უბიდან“ და არის მესამე ნაწილი სერიებისა „ჰაროლდი და კუმარი“. ფილმი მოგვითხრობს, მეგობრების ჰაროლდისა და კუმარის საახალწლო თავგდასავლის შესახებ. მას შემდეგ რაც კუმარი ნაძვის ხეს დაწვავს, ისინი ახალი ნაძვის ხის საშოვნევლად მიდიან.

ფილმის დისტრიბუტორია New Line Cinema, ფილმი გამოვიდა 2011 წლის 4 ნოემბერს, გამომშვებია Warner Bros.. ფილმმა კრიტიკოსებიგან დადებითი შეფასება მიიღო და მისმა შემოსავალმა 36 200 000 აშშ დოლარი შეადგინა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუანტამანოს ციხიდან გაქცევიდან და მათი ბოლო საუბრიდან 2 წლის შემდეგ, საუკეთესო მეგობრები ჰაროლდ ლიმ და კუმარ პატელმა სხვადასხვა ცხოვრების სტილით გააგრძელეს ცხოვრება. ჰაროლდი შეეშვა მარიხაუნის მოწევას, გახდა წარმატებული ბიზნესმენი და დაქორწინდა თავის ლათინო შეყვარებულ მარიაზე. კუმარისთვის კი არაფერი შეცვლილა, ის კვლავ ღარიბია და ცხოვრობს იმ აპარტამენტში სადაც ადრე ჰაროლდთან ერთად ცხოვრობდა. კუმარი გამოაგდეს სამედიცინო სკოლიდან, რადგან ვერ გაიარა ნარკოლოგიური ტესტი. კუმართან სახლში მიდის მისი მეგობარი გოგონა, ვანესა და ეუბნება რომ მისგან ფეხმძიმედაა. მარიას მამას და ჰაროლდის სიმამრ პერესს, რომელსაც არ მოსწონს ჰაროლდი, სახლში მოაქვს ნაძვის ხე რომელსაც 8 წლის განმავლობაში ზრდიდა და უტარებს მას მცირე ლექციას ხის მნიშვნელობის შესახებ. კუმარი მიიღებს ყუთს ჰაროლდის სახელზე და გადაწყვეტს ის ჰაროლდს მიუტანოს. ჰაროლდის სახლში მათ აღმოაჩინეს, რომ ყუთში დიდი რაოდენობით მარიხუანაა.

კუმარი უკიდებს მარიხუანას, ჰაროლდი კი წაართმევს მას და მოისვრის რა დროსაც მოკიდებული მარიხუანა ნაძვის ხის ძირში ვარდება და მას წვავს. ჰაროლდი გაიგებს რომ კუმარის ახალი მეგობარი ადრიანი მიდის წვეულებაზე ნაძვის ხით, და დაპირდება მას რომ წვეულებაზე მიყვანის სანაცვლოდ ხეს მისცემს. ჰაროლდი, კუმარი, ადრიანი და ტედი (ჰაროლდის ახალი საუკეთესო მეგობარი) მიდიან წვეულებაზე, სადაც გოგონა სახელად მერი ცდილობს შეაცდინოს ჰაროლდი. ის აღმოაჩენს რომ მერი რუსული მაფის წევრის, მრავალი მკვლელობისა და გატაცეიბს ავტორის, სერგეი კაცოვის შვილია. კაცოვმა რომელსაც ჰგონია რომ მისი ქალიშვილი ჰაროლდმა და კუმარმა გააუპატიურეს, მათ მოსაკლავად ორ მკვლელს აგზავნის. ისინი ნაძვის ხის გარეშე ტოვებენ შენობას და მირბიან მეგობრებთან, როზენბერგთან და გოლდშტეინთან რომელთაც წლების მანძილზე არ შეხვედრიან. ჰაროლდი და კუმარი დაგეგმავენ რომ წამოიღონ ნაძვის ეკლესიიდან, მაგრამ ეკლესიაში შესულებს დახვდებათ საახალწლო შოუ სადაც შეხვდებიან ნილ პატრიკ ჰარისს, რომელიც მათი აზრით 7 წლის წინ, ტეხასში, საროსკიპოში მოკლეს. ჰარისი უყვება მათ, რომ ის მართლაც მოკვდა, მაგრამ იესო ქრისტემ სამოთხიდან გამოაგდო. მისი თქმით ახლა მას შეუძლია წაიკითხოს მათი ფიქრები, ჰარისმა მისცა მათ ნაძვის ხე და ვაფლბოტი (რობოტი რომელიც ვაფლს აკეთებს).

ჰაროლდი და კუმარი ჰაროლდის სახლისაკენ წავიდნენ რათა მიიტანონ იქ ნაძვის ხე, მაგრამ კაცოვის მიერ გამოგზავნილმა ორმა ადამიანმა გაიტაცა ისინი. მათ ვაფლბოტი გადაარჩენთ. ამ დროს კი სანტა კლაუსს ტყვია თავში ხვდება, კუმარი მას უტარებს სასწრაფო ქირურგიულ ოპერაციას. სიცოცხლის გადარჩენის სანაცვლოდ, სანტა თანახმაა მათთან ერთად სახლში გაფრინდეს. უკვე ცხადი ხდება, რომ პაკეტი სანტამ გაგზავნა მეგობრების გასაერთიანებლად. ჰაროლდი მიდის სახლში პერესის დასახვედრად, რომელიც გაბრაზებულია, რადგან აღმოაჩინა, რომ მისი ნაძვის ხე აღარ არის. ჰაროლდმა აუხსნა მას, რომ ის შეიძლება არ იყოს სრულყოფილი სიძე, მაგრამ ის შესანიშნავი ბიჭია მარიასთვის. პერესი ამბობს, რომ ყოველთვის იცოდა, რომ ჰაროლდი კარგი ბიჭი იყო, მას უბრალოდ სურდა დარწმუნებულიყო, რომ მას „კოჟონები“ (ყვერები) ჰქონდა, სანამ მას ოჯახში მიიღებდა. ჰაროლდმა და კუმარმა განაახლეს თავიანთი მეგობრობა. კუმარმა და ვანესამ განაახლეს თავიანთი რომანი და კუმარმა უთხრა ვანესას, რომ ის გაივლის გამოცდებს, რომ გახდეს ექიმი მათი შვილის გულისთვის. მარია აღმოაჩენს, რომ ის შობის დილას ორსულადაა და რომ სანტამ მათ მისაღებში დატოვა ხე. ჰაროლდი გადაწყვეტს, რომ მარიხუანა ისევ მოწიოს. წლების შემდეგ ის და კუმარი ერთად პირველად მოწევენ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Rotten Tomatoes-ზე ფილმი დადებითად შეაფასა 68%-მა, 131 მიმოხილვიდან ფილმმა შესაძლებელი 10 ქულიდან 6,5 მიიღო. როჯერ ებერტმა ფილმს შესაძლო ოთხი ვარსკვლავიდან 2,5 მიანიჭა. [4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A Very Harold & Kumar 3D Christmas (18). British Board of Film Classification (October 21, 2011). ციტირების თარიღი: October 27, 2011
  2. Kaufman, Amy. (November 3, 2011) Movie Projector: 'Tower Heist' to swipe No. 1 spot from rivals. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: November 3, 2011
  3. A Very Harold & Kumar 3D Christmas. IMDb. ციტირების თარიღი: February 19, 2021
  4. Ebert, Roger. (November 4, 2011) A Very Harold & Kumar 3D Christmas. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 5, 2012. ციტირების თარიღი: სექტემბერი 25, 2021.