დევიდ ბურტკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დევიდ ბურტკა
David Burtka 2012.jpg
დაბადების თარიღი 29 მაისი, 1975 (1975-05-29) (46 წლის)
დერბორნი, მიჩიგანი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად პოლონელი
ალმა-მატერი მიჩიგანის უნივერსიტეტი
პროფესია მსახიობი, შეფი
აქტიური 1999-დღემდე (მსახიობად)
2009-დღემდე (შეფად)
მეუღლე(ები) ნილ პატრიკ ჰარისი
(ქ. 2014)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: დანიელ ბურტკა
დედა: დებორა ზაიასი

დევიდ მაიკლ ბურტკა (ინგლ. David Michael Burtka; დ. 29 მაისი, 1975, დერბორნი, მიჩიგანი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და პროფესიონალი შეფი. იგი ცნობილია სერიალებში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ და „თამაში ბავშვის შესახებ“ შესრულებული როლებით. სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ შესრულებული როლის შემდეგ, ბურტკამ მედიის ყურადღება იმით მიიპყრო, რომ 2014 წელს დაქორწინდა ამავე სერიალში მონაწილე მსახიობ ნილ პატრიკ ჰარისზე.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურტკა დაიბადა 1975 წლის 29 მაისს დერბორნში, მიჩიგანის შტატში. მისი მშობლები არიან დებორა ზაიასი (გ. 2008) და დანიელ ბურტკა. წარმოშობით პოლონელია[1][2]. იგი მიჩიგანშივე გაიზარდა და 1993 წელს დაამთავრა სალემის სკოლა. ამის შემდეგ მან სწავლა მიჩიგანის უნივერსიტეტში განაგრძო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განხრით.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევიდ ბურტკას სატელევიზიო დებიუტი 2002 წელს შედგა სერიალში „დასავლეთის ფრთა“, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი ეპიზოდური როლი სერიალში „იორდანეს გადაკვეთა“.

2003 წლიდან იგი მუშაობას იწყებს ბროუეის თეატრში, სადაც იგი გამოჩენილ მსახიობ ბერნადეტ პეტერსთან ერთად მუშაობდა. მალევე მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში „თამაში ბავშვის შესახებ“, რისთვისაც მან კლარენსის ჯილდო მიიღო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

2004 წელს ბურტკა მონაწილეობდა მიუზიკლში „სექსის საპირისპირო“. 2006 წლიდან იგი სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ დაამტკიცეს სკუტერის ეპიზოდურ როლზე. იგი სულ შვიდ სერიაში ჩანს და ასრულებს ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟზე, ლილი ოლდრინზე (მის როლს ელისონ ჰანიგანი ასრულებს) უიმედოდ შეყვარებული ბიჭის როლს. ეს როლი სერიალის პოპულარობიდან გამომდინარე, მისთვის ერთობ დიდი ცნობადობისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდა. უკვე 2011 წელს მან ფილმში „ჰაროლდის და კუმარის შობა“ მიიღო როლი. აქ იგი უკვე მეორედ მუშაობდა თავის მომავალ მეუღლესთან, ნილ პატრიკ ჰარისთან ერთად.

2015 წელს სერიალში „ამერიკულ საშინელებათა ისტორია“ ჰქონდა მაიკლ ბეკის როლი. 2020 წელს სერიალში „საოჯახო ფილმი: პრინცესა პატარძალი“ შეასრულა პრინცესა ბატერკაპის როლი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევიდ ბურტკა და მისი ქმარი, ნილ პატრიკ ჰარისი 2011 წლის სექტემბერში

სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ გამოჩენიდან ექვსი თვის შემდეგ ბურტკას მისამართით წამოვიდა ბრალდებები იმის შესახებ, რომ მან სკუტერის როლი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ბარნი სტინსონის როლის შემსრულებელ ნილ პატრიკ ჰარისთან მისი რომანტიული ურთიერთობის წყალობით მიიღო[3]. ამ ამბებმა აიძულა ჰარისი, რომ საბოლოოდ ეღიარებინა, რომ თავადაც გეი იყო[4]. მოგვიანებით ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ ის და ბურტკა ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად[5].

ბურტკა და ჰარისი საზოგადოებაში წყვილის სახით პირველად 2007 წლის სექტემბერში, ემის დაჯილდოებაზე გამოჩნდნენ[6]. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, 2008 წლის მაისში დევიდის დედა კიბოთი გარდაიცვალა[7].

როგორც შემდეგში განაცხადეს, ისინი ერთად 2004 წლის აპრილიდან არიან[8]. როგორც წესი, ინტერვიუებში ჰარისი ბურტკას იხსენიებს, როგორც: „ჩემი უკეთესი ნახევარი“ და „შესანიშნავი შეფი“[9]. 2010 წლის ოქტომბერში წყვილმა ტყუპი ძმები, გიდონ სკოტი და ჰარპერ გრეისი შეეძინათ[10], რომლებიც მათ სუროგატი დედის დახმარებით გააჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ დევიდი არ არის თავისი ყოფილი პარტნიორის, ლეინ ჯენგერის შვილების ბიოლოგიური მამა, მას მათთან დღემდე მაინც აქვს ახლო ურთიერთობა[11][12].

2011 წლის 24 ივნისს, როდესაც ნიუ-იორკის შტატში ლეგალური გახდა ერთსქესიანი ქორწინება, ბურტკამ და ჰარისმა თავიანთი ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს. როგორც აღმოჩნდა, მათ დაქორწინება ამ ამბამდე ხუთი წლით ადრე გადაწყვიტეს, თუმცა ამის საიდუმლოდ შენახვა ისურვეს, სანამ ერთსქესიანი ქორწინება სახელმწიფო დონეზე არ გახდებოდა ლეგალური[13].

ჰარისის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში ბურტკა დიდად აღარ ინტერესდება მსახიობობით და ამის სანაცვლოდ იგი პროფესიონალი შეფ-მზარეული გახდა[14]. 2009 წლის ზაფხულში მან დაამთავრა პასადენას კულინარიული ხელოვნების კოლეჯი, რის შემდეგაც ლოს-ანჯელესში გახსნა კვების საკუთარი ობიექტი, სახელად „Gourmet M.D“. ამასთან ერთად, იგი იშვიათად, თუმცა მაინც, დღემდე მონაწილეობს ფილმებსა და სერიალებში[15].

2019 წლის აპრილში გამოვიდა მისი პირველი კულინარიული წიგნი, სახელად „ცხოვრება არის წვეულება“[16].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Obituary » Michigan Death Notices » from Michigan.com . . " დაარქივებული 2014-11-29 საიტზე Wayback Machine. . michigan.com. Retrieved 2015-04-24.
  2. Administrator. "Famous Polish Americans". polishyoungstown.com. Retrieved 2015-04-24.
  3. canada.com October 24, 2006 (2006-10-24). "O.C. stars hit T.O". Canada.com. Archived from the original on 2011-07-23. Retrieved 2010-09-15.
  4. "EXCLUSIVE: Neil Patrick Harris Tells PEOPLE He Is Gay - Neil Patrick Harris". People.com. 2006-11-03. Archived from the original on 2008-03-13. Retrieved 2010-09-15.
  5. Fabien Montique (July 26, 2007). "Neil Patrick Moves In With Boyfriend!". theBosh.com. Archived from the original on 2007-10-12. Retrieved 2007-09-07.
  6. Thomson, Katherine (2007-09-13). "Watch: Neil Patrick Harris Tells Ellen About Going To The Emmys Since Coming Out". The Huffington Post.
  7. WENN. "Harris' Tribute To Boyfriend's Late Mother". contactmusic.com. Retrieved 2015-04-24.
  8. "15 Questions with Neil Patrick Harris". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-09. ციტირების თარიღი: 2020-12-12.
  9. "US Weekly". February 18, 2008.
  10. "Neil Patrick Harris Welcomes 'Happy, Healthy' Twins". People. 2010-10-15. Retrieved 2010-10-15.
  11. "David Burtka on Twitter". Twitter. Retrieved 2015-04-24.
  12. Dulin, Dann. "David Burtka: Cover Story". 5 April 2014. aumag.org. Retrieved 2018-05-11.
  13. Published Saturday, Jun 25, 2011, 1:42pm EDT (2011-06-25). "Neil Patrick Harris announces secret engagement". Digitalspy.com. Retrieved 2011-11-16.
  14. Neil Patrick Harris talks Thanksgiving on The Late Late Show. Retrieved 2011-11-16 – via YouTube.
  15. ""It Shoulda Been You" official broadway site". Archived from the original on 2015-04-07. Retrieved 2015-04-04.
  16. Vora, Shivani (2019-06-14). "How Neil Patrick Harris and David Burtka Spend Their Sundays". The New York Times. Retrieved 2019-06-16.