ჰაროლდის და კუმარის გაქცევა გუანტანამოს უბიდან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჰაროლდის და კუმარის გაქცევა გუანტანამოს უბიდან
ჟანრი კომედია
პროდიუსერი ნატან კაჰანე
გრეგ შეპირო
სცენარის ავტორი ჯონ ჰურვიცი
ჰეიდენ შლოსბერგი
როლებში ჯონ ჩო, კალ პენი, ნილ პატრიკ ჰარისი
მუსიკა ჯორჯ სტენლი კლინტონი
დისტრიბუტორი New Line Cinema
გამოსვლის თარიღი
  • 25 აპრილი, 2008 (2008-04-25)
ხანგრძლივობა 102 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 12 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 43 500 000 აშშ დოლარი

ჰაროლდის და კუმარის გაქცევა გუანტანამოს უბიდან2008 წლის ამერიკული სთოუნერი კომედია. ფილმი არის „ჰაროლდის და კუმარის“ ფილმების სერიის რიგით მეორე ფილმი. ფილმის სცენარისტები არიან ჯონ ჰურვიცი და ჰაიდენ შლოსბერგი.

ისტორია გრძელდება მას შემდეგ რაც ჰროლდი და კუმარი თეთრი სასახლიდან მოდიან. ჰაროლდ ლი (ჯონ ჩო) და კუმარ პატელი (კელ პენი) გადაწყვეტენ გაფრინდნენ ამსტერდამში, მაგრამ ისინი ტერორისტები ეგონებათ და დააპატიმრებენ. ისინი გადაგზავნილი იქნენ გუანტანამოს უბის ციხეში, საიდანაც ისინი მოახერხებენ გაქცევას. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ პაულა გარსესი,[1] ნილ პატრიკ ჰარისი, ჯონ რიპი, რობ კორდრი, ედ ჰელმზი,[1] დევიდ კრუმჰოლცი, ედი კაიე ტომასი, ჯეკ კონლი, როჯერ ბარტი, დანილ ჰარისი, ერიკ ვინტერი, ადამ ჰერშმანი და რიჩარდ ქრისტი.[2]

ფილმი გამოშვებული იქნა 2008 წლის 25 აპრილს, Warner Bros.-ის მიერ. თავდაპირველად ფილმი გამოშვებული იქნა New Line Cinema-ს მიერ, მაგრამ შემდეგ „New Line Cinema“ გახდა „Warner Bros.“-ის მიერ.[3] ფილმი DVD-სა და Blu-ray-ის დისკებზე გამოვიდა 2008 წლის 29 ივლისს.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეთრი სასახლიდან დაბრუნების შემდეგ, ჰაროლდი და კუმარი გადაწყვეტენ გაემგზავრონ ამსტერდამში, ნიდერლანდებში. ჰაროლდს სურს სიურპრიზი მოუწყოს მარიას. აეროპორტში კუმარს მოუვა დაპირსპირება „TSA“-ს აგენტთან და ადანაშაულებს მას იმისი გამო რომ მისი ჩხრეკის მიზეზია მისი კანის ფერი, მიუხედავად იმისა, რომ აგენტი შავიკანიანია. ჰაროლდი და კუმარი შეხვდებიან კუმარის ყოფილ მეგობარ გოგონას, ვანესა ფენინგს, რომლის მეგობარი ბიჭიცაა კოლტონ გრაჰამი, ჰაროლდის კოლეჯის მეგობარი რომლის ოჯახსაც აქვს პოლიტიკური კავშირები. თვითმფრინავის მგზავრები შეცდომაში შეიყვანა კუმარის ახალმა გამოგონებამ, უკვამლო მოსაწევმა საშუალებამ, რომელიც ხალხს ბომბი ეგონა. რონ ფოქსი, ქვეყნის უსაფრთხოების მდივნის ნევროზით დაავადებული და უკიდურესად რასისტული მოადგილე, მიიჩნევს, რომ ეს დუეტი არის ალ-ქაიდას და ჩრდილოეთ კორეის ერთობლივი შეთქმულების წევრი და მათ კუბაში, გუანტანამოს უბის ციხეში გაგზავნიან. დაკავების ბანაკში მცველის მხრიდან სექსუალური შეურაცხყოფის თავიდან აცილების შემდეგ, ჰაროლდი და კუმარი გაიქცევიან ციხიდან და ჩასხდებიან კუბელი ლტოლვილების ნავში მაიამიში, ფლორიდაში, სადაც დაიწყებენ წასვლას ტეხასისკენ, იმ იმედით, რომ კოლტონს მათი სახელების გარკვევა შეუძლია და გადარჩენა შეუძლია.

ჰაროლდი და კუმარი ტეხასში, დარჩებიან ერთმანეთზე შეყვარებული, ცოლ-ქმარი და ძმის სახლში და ნახავენ მათი ინცესტის წყალობით დამახინჯებულ ბავშვს. ისინი გაიქცევიან სახლიდან და მოხვდებიან კუ-კლუქს-კლანის აღლუმზე. შემდეგ კი შეხვდებიან ნილ პატრიკ ჰარისს რომელთან ერთადაც საროსკიპოში წავლენ სადაც ნილს მოკლავენ. როდესაც ჰაროლდი და კუმარი ტეხასს მიაღწევენ, კოლტონი მათ დახმარებაზე დათანხმდება. კოლტონი შენიშნავს იმას რომ ვანესა და კუმარი ერთმანეთს ესაუბრებიან, იგი გადასცემს ჰაროლდსა და კუმარს ფოქსს. მათ კუბისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასვავენ, სადაც ჰაროლდი გამოიყენებს სპრეის და მოახერხებს ერთი კაცის განეიტრალებს. ბიჩერი ეუბნება მათ რომ „ყველაფერი დასრულდა და მათ დაიცვას“ სწორედ ამ დროს მას ფეხი უსრიალდება, თვითმფრინავის კარი იღება და ის ვარდება. ჰაროლდი და კუმარი პარაშუტის გამოყენებით ხტებიან თვითმფრინავიდან, ისინი აღმოჩნდებიან ჯორჯ ბუში უმცროსის მამულში. მას შემდეგ რაც მათ ერთად მოწიეს კანაფი, ბუშმა შეიწყალა ისინი. ჰაროლდი და კუმარი, უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით მოხვდნენ ვანესასა და კოლტონის ქორწილში. კუმარი შლის ქორწილი. ჰაროლდი ბრალს დებს კოლტონს, იმაში რომ ის მათ დახმარებას დაპირდა, მაგრამ კვლავ გუანტანამოს ციხეში აგზავნიდა. კოლტონი შეუტევს ჰაროლდს, თუმცა იგი მოახერხებს თავის დაცვას. კუმარი, ჰაროლდი და ვანესა ერთად გაემგზავრებიან ამსტერდამში, სადაც მარიას შეხვდებიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 MTV News. (2007-05-18) 'Harold & Kumar 2' Gets Political. MTV Music Television. ციტირების თარიღი: 2008-08-09. (Video)
  2. Lots More Hit the Road for Harold and Kumar 2. Cinematical (2007-01-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-01. ციტირების თარიღი: 2007-03-29.
  3. McClintock, Pamela (2008-04-27). 'Baby Mama' tops box office“. Variety.