ჰანს შტილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჰანს შტილე
გერმ. Hans Stille
1941-StilleH.jpg
დაბ. თარიღი 8 ოქტომბერი, 1876(1876-10-08)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ჰანოვერი[1]
გარდ. თარიღი 26 დეკემბერი, 1966(1966-12-26)[1] [2] [3] [4] (90 წლის)
გარდ. ადგილი ჰანოვერი[1]
დასაფლავებულია Neuer St. Nikolai Friedhof (Hannover)
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
საქმიანობა გეოლოგია
მუშაობის ადგილი ლაიფციგის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი, ჰანოვერის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი[5]
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი
ჯილდოები კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, გუსტავ სტაინმანის მედალი, ლეოპოლდ ფონ ბუხის მედალი, honorary doctor of Sofia University და honorary doctor of the University of Tübingen
ხელმოწერა StilleH-signature.png

ჰანს შტილე (გერმ. Hans Stille; დ. 8 ოქტომბერი 1876, ჰანოვერი — გ. 26 დეკემბერი 1966, ჰანოვერი) — გერმანელი გეოლოგი. გასული საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი გეოლოგი.

1899 წელს დაამთავრა ჰანოვერის უმაღლესი ტექნიკური სკოლა და გეტინგენის უნივერსიტეტი. 1932 წლიდან იყო ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, 1945-1950 წლებში გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, 1946-1950 წლებში მის მიერ დაარსებული გეოტექტონიკური ინსტიტუტის დირექტორი.

ჰანს შტილეს ძირითადი შრომები ეხება დედამიწის დანაოჭებული მხარეების შედარებით-ისტორიულ ანალიზისა და თეორიულ გეოტექტონიკურ საკითხებს. შტილეს კონცეფციით, დედამიწის ქერქის მზარდი კონსოლიდაციის ხანგრძლივ პერიოდებს მოჰყვება უფრო ხანმოკლე დანაოჭების ფაზისები, რომლებიც მთელ დედამიწაზე ერთდროულად გამოვლინდება. შტილემ გამოყო გეოსინკლინის ორი ტიპი — ძლიერი მაგმური აქტიურობის მქონე — ევგეოსინკლინი (გეოსინკლინური სისტემის შიდა, მეტად მოძრავი მაგმური პროდუქტების ნაწილი) და სუსტი მაგმატიზმის მქონე — მიოგეოსინკლინი (რომელიც შედარებით სუსტად მოძრავი, და სუსტად გამოხატული ვულკანიზმით ხასიათდება);

შემოიღო ასინტური დანაოჭების ცნება. ასინტური დანაოჭება, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ახალგაზრდა დანაოჭებას კამბრიულისწინა დანაოჭებათა შორის, შტილემ 1944 წელს დაადგინა, ხოლო 1955 წელს კი აკადემიას მოუწოდა, რომ ასინტური დანაოჭება ეწოდებინათ.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Grundfragen der vergleichenden Tektonik, В., 1924;
  • Einführung in den Bau Americas, B., 1940;
  • Ассинтская тектоника в геологическом лике Земли, М., 1968.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]