ჰანს ბაიმლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საფოსტო მარკა ბაიმლერის გამოსახულებით

ჰანს ბაიმლერი (გერმ. Hans Beimler; დ. 2 ივლისი, 1895, მიუნხენი, გერმანიის იმპერია — გ. 1 დეკემბერი, 1936, მადრიდი, ესპანეთი) — გერმანელი პოლიტიკოსი, ანტიფაშისტი, ესპანეთის სამოქალაქო ომის მონაწილე რესპუბლიკელების მხარეზე. 1918 წლიდან იყო გერმანიის კომუნისტური პარტიის წევრი. 1919 წელს მონაწილეობდა ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის დაცვაში, რის გამოც 2 წელი საპყრობილეში გაატარა. 1932 წელს აირჩიეს რაიხსტაგის დეპუტატად, თუმცა, 1933 წლის მაისში იგი ნაცისტებმა დააპატიმრეს და დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს, საიდანაც იგი იმავე წლის მაისში გაიქცა და მოახდინა ჩეხოსლოვაკიაში ემიგრაცია. მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში. დაიღუპა 1936 წლის 1 დეკემბერს, მადრიდთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Helden des Widerstandskampfes gegen Faschismus und Krieg, B., 1952, S. 32—35;
  • Erkampft das Menschenrecht. Lebensbilder und letzte Briefe antifaschistischer Widerstandskampfer, B., 1958, S. 59-61.
  • Hugh Thomas. The Spanish Civil War. — New York: Harper and Row, 1977. — ISBN 0-06-014278-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]