ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰამზა, ჰაქიმ-ზადე ნიაზი)
Jump to navigation Jump to search
ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზა
Hamza Niyazi.jpg
დაბ. თარიღი 22 თებერვალი (6 მარტი) 1889
დაბ. ადგილი კოკანდი[1]
გარდ. თარიღი 18 მარტი 1929(1929-03-18)[1] [2] (40 წლის)
გარდ. ადგილი შაჰიმარდანი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი, კომპოზიტორი, რომანისტი და სცენარისტი
ენა უზბეკური ენა და ტაჯიკური ენა
ეროვნება უზბეკები
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ

ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზა (უზბეკ. Hamza Hakimzoda Niyoziy, Ҳамза Ҳакимзода Ниёзий; რუს. Хамза Хакимзаде Ниязи), (დ. 6 მარტი, 1889, კოკანდი — გ. 18 მარტი, 1929, შაჰიმარდანი) — უზბეკი მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. უზბეკეთის სახალხო პოეტი (1926). უზბეკეთის საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებელი.[3]

მის რევოლუციამდელ ნაწარმოებთაგან მნიშვნელოვანია ხელნაწერი "დივანი" (1905-1914, გამოვიდა პოეტის სიკვდილის შემდეგ). 1916-1919 წლებში გამოქვეყნებულ ლექსებში (7 კრებული) აისახა პოეტის გადასვლა რევოლუციური ბრძოლის პოზიციებზე. ჰამზა იბრძოდა ქალის უფლებებისათვის, ამხელდა ნაციონალისტებს, რეაქციულ სასულიერო პირებს. მოკლა რელიგიის ფანატიკოსების გააფთრებულმა ჯგუფმა.

ჰამზა უზბეკეთის ლიტერატურაში სოციალური რეალიზმის ფუძემდებელია. კლასიკური პოეტური მეტრიკა (არუზი) გაამდიდრა ხალხური სალექსო ფორმებით. უზბეკეთის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც თეატრალურმა მოღვაწემ, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა. ჰამზას სახელობისაა უზბეკეთის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]