ჰალტი
ჰალტი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 69°18′28″ ჩ. გ. 21°16′20″ ა. გ. / 69.30778° ჩ. გ. 21.27222° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
სიმაღლე | 1365 მ |
ქედი | სკანდინავიის მთები |
ჰალტი (ფინ. Haltitunturi) — მთა ნორვეგიისა და ფინეთის საზღვარზე. ჰალტის მწვერვალი ნორვეგიის მხარეს მდებარეობს, ზღვის დონიდან 1 365 მეტრზე.[1] მთის უმაღლესი ადგილი ფინეთის მხარეს, ზღვის დონიდან 1 324 მეტრია, რაც თავის მხრივ, უმაღლესი წერტილია მთელ ფინეთში. ჰალტის ფინური მხარე ლაპლანდიის პროვინციას მიეკუთვნება.
2015 წელს, ნორვეგიელთა ჯგუფმა წმოიწყო კამპანია, რომ 2017 წელს, რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლისთავზე, ჰალტი ფინეთს აჩუქონ, რის შემდეგაც, ის ფინეთის უმაღლესი მწვერვალი გახდება და საზღვრის 200 მეტრით გადაწევას გამოიწვევს.[2] იდეამ ორივე ქვეყნის მოსახლეობაში პოპულარობა მოიპოვა და 2016 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი მზადაა მთა ფინეთს აჩუქოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ ნორვეგია „განუყოფელი და გაუსხვისებელი სამეფოა“.[3]
ჰალტისკენ 50 კილომეტრიანი საფეხმავლო გზა მიემართება ფინეთის სოფელ კილპისიარვიდან.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰალტი“ ვიკისაწყობში.
- "Hálditšohkka, Finland/Norway" on Peakbagger
- "Halti, Norway" on Peakbagger
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Store norske leksikon. Halti Norwegian. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
- ↑ „Norway launches campaign to give Finland a mountain“. The Telegraph. 18 December 2015.
- ↑ „Norway considers giving mountain to Finland as 100th birthday present“. The Guardian. 28 July 2016.