ჰალდია
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ჰალდია | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 22°01′48″ ჩ. გ. 88°03′36″ ა. გ. / 22.03000° ჩ. გ. 88.06000° ა. გ. |
ფართობი | 102 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 8±1 მეტრი |
მოსახლეობა | 200 827 (2011)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 3224 |
ოფიციალური საიტი | http://haldiamunicipality.org |
ჰალდია (ინგლ. Haldia, ბენგ. হলদিয়া) — ინდუსტრიული ქალაქი და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ მიდნაპურის რაიონში, შტატ დასავლეთ ბენგალში, ინდოეთში. მდებარეობს 22 ° 01 ჩ. გ. 88 ° 04 ' ა.გ, კოლკატის სამხრეთ-დასავლეთით, 30 კმ-ის დაშორებით იმ ადგილას, სადაც მდინარე განგის ტოტი მდინარე ჰუგლი ჩაედინება ბენგალის ყურეში. მისი საშუალო სიმაღლე 8 მეტრია (26 ფუტი). ჰალდია არის ძირითადი სამრეწველო ცენტრი და სავაჭრო პორტი დასავლეთ ბენგალში, აქ მოიპოვებენ ნავთობგადამამუშავებელ პროდუქტებს.
2001 წლის ინდოეთის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ჰალდიას მოსახლეობა 170,695 შეადგენდა. მოსახლეობის 53% მამაკაცი, ხოლო 47% ქალი იყო. მოსახლეობის 13% 6 წლამდე ასაკისა ადამიანი იყო, ხოლო 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 200 762 ადამიანს, აქედან 104,852 მამაკაცი და 95,910 ქალი იყო. 0-6 წლამდე მოსახლეობა კი 21,122 შეადგენდა. მოსახლეობაში, 7 +-დან, განათლების მაჩვენებელი 89.06% იყო.[2] ხალხი ძირითადად საუბრობს ბენგალურ ენაზე.
ჰალდიას მუნიციპალიტეტს ექვემდებარება ორი პოლიციის ტერიტორიის იურისდიქცია, რომელსაც ჰალდიის და ბაბანიპურის პოლიციის განყოფილებები ემსახურება. ჰალდიის პოლიციის განყოფილება მდებარეობს ჩირაჯიპურში და მისი ფართობი 98 კმ2 შეადგენს, მოსახლეობა კი 65,000 კაცს, ხოლო ბაბანიპური პოლიციის განყოფილება მდებარეობს ბაბანიპურში და მისი ფართობი 115 კმ2, მოსახლეობა კი — 124,906.
ჰალდია ასევე ინდოეთის სანაპირო დაცვის ბაზაა, რადგან აქ მდებარეობს ინდოეთის სანაპირო დაცვის DHQ 8 (სათაო ოფისი დასავლეთ ბენგალისთვის). აქ არის ინდოეთის სანაპირო დაცვის კუთვნილი 18 ჰაერბალიშიანი გემი.
ჰალდიაში არის რამდენიმე მსხვილი ქარხანა, მათ შორისაა: სამხრეთ აზიური ნავთობკომპანია, ინდოეთის ნავთობის კორპორაცია, ქიმიური მრეწველობის, ინდოეთის ენერგეტიკული კორპორაციის და Hindustan Unilever-ის ქარხანა. აქ ასევე განვითარებულია მსუბუქი მრეწველობა
ჰალდიაში დაფიქსირებულია ტიპური ზომიერი კლიმატი. ზამთარში ტემპერატურა 7 გრადუსიდან 22 გრადუსამდე მერყეობს. ზაფხული ძალიან ცხელი და ტენიანი. ჩვეულებრივად ზაფხულის ტემპერატურა მაისში 24 გრადუსიდან 39 გრადუსამდე მერყეობს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰალდია“ ვიკისაწყობში.
- ჰალდია, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ჰალდიის მუნიციპალიტეტი დაარქივებული 2018-06-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Census of India 2011 (West Bengal): Purba Medinipur District Primary Census Abstract — Office of Registrar General & Census Commissioner of India.
- ↑ Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Provisional Population Totals, Census of India 2011. ციტირების თარიღი: 2011-10-21.