ჰააგის სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰააგის სკოლაXIX საუკუნის უკანასკნელი მესამედის ჰოლანდიური ფერწერის რეალისტური სკოლა. ჩამოყალიბდა 1871 წლის შემდეგ ი. ისრაელსის ირგვლივ. ჰააგის სკოლამ შემოქმედებითად გადაამუშავა XVII საუკუნის ჰოლანდიური ხელოვნების ტრადიციები. მისი წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელია ცხოვრების ლირიკული ასახვა და თავისუფალი ფერწერულობა. ჰააგის სკოლის მხატვრები ძირითადად ქმნიდნენ ჟანრულ სურათებს (ი. ისრაელსი), პეიზაჟები (ი. ვაისენბრიუხი, ძმები მარისები, ჰ. მესდაგი), ხატავდნენ ინტერიერებს (ი. ბოსბომი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]