ჯუღისის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუღისის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუღისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალი მთის თხემზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. კოშკი ზურგიანია, ნაგებია ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. კოშკთან ახლოს მიჯრით განლაგებული რამდენიმე სწორკუთხა ნაგებობის ნაშთია. კოშკის სამხრეთით, 10-12 მეტრზე, ხელოვნური თხრილია და რამდენიმე პატარა ხელოვნური ბორცვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]