ეპიგრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ეპიგრამა (ბერძ. epigramma. სიტყვასიტყვით — „წარწერა“. „ეპი” – ზევიდან და „გრამა” – ნაწერი) — მოკლე, საინტერესო, დასამახსოვრებელი, ზოგჯერ სატირული გამონათქვამი.

ძველ საბერძნეთში ასე უწოდებდნენ მოკლე წარწერებს ტაძარზე, ქანდაკებათა კვარცხლბეკზე. საკურთხეველზე შეწირულ საგნებზე. თავდაპირველად წარწერები არ ატარებდა პოეტურ ხასიათს, მაგრამ მოგვიანებით დაიწყეს წარწერის მოკლე ლექსის სახით ამოკვეთა ან მოჭედვა და ეპიგრამა მხატვრული ლიტერატურის ნიმუშად გადაიქცა. ძველ ბერძნულ ეპიგრამას ფართო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სიტყვით აღინიშნებოდა სხვადასხვა შინაარსის მოკლე ლირიკული ლექსი: სატრფიალო, სალხინო, ელეგიური, სატირული, სახოტბო და სხვ.

ქართულ ლიტერატურაში ეპიგრამებს წერდნენ ბესიკი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]