შინაარსზე გადასვლა

ჯუმბერ ხანთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუმბერ ხანთაძე (დ. 19 იანვარი, 1933) — ქართველი ქიმიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი. გიორგი ნიკოლაძის სახელობის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

1956 წ. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით. 1956-1958 წლებში მუშაობდა ტულაში, კოსაიაგორას მეტალურგიულ ქარხანაში. 1959 წლიდან დღემდე ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი.[1]

1966 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1987 წელს კი სადოქტორო დისერტაცია ქიმიის დარგში (კიევი, მასალათმცოდნეობის პრობლემათა ინსტიტუტი). 1976 წელს მიენიჭა გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია, 1999 წელს – საქართველოს სახელმწიფო პრემია.

  1. ჯუმბერ ხანთაძე. ფრაგმენტები საქართველოს მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ისტორიიდან. თბილისი. 2022. ISBN 978-9941-8-4132-3