ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიქელ-გაბრიელის ხატი. (დ. ერმაკოვის კოლექცია)

ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატიტვიფრული მინანქრით ტექნიკით შესრულებული ოქროს ხატი (0,59x0,41) ჯუმათის მონასტრიდან. ამჟამად ხატი დაკარგულია. ხატზე მოხსენიებული არიან XVII საუკუნის ისტორიული პირები: მამია გიორგის ძე გურიელი და მისი მეუღლე თინათინი.

ხატი აღწერილი აქვს დიმიტრი ბაქრაძეს[1], ასევე შეტანილი აქვს ნიკოდიმ კონდაკოვს თავის შრომაში[2]. ხატს ამშვენებდა წარწერები:

ვიკიციტატა
„Ⴕ. ႼႬႭ: ႻႪႧႠ: ႫႧႠႥႰႬႭ: ႸႤႧ: ႪႲ: Ⴅ ႬႨႱ: ႻႤ:“
(ქ. წმიდანო ძალთა მთავარნო შეიწყალეთ ლიპარიტ (ვარდანის) ძე)
ვიკიციტატა
„ქ. მოგჭედე჻ და჻ შეგამკევ჻ ხატი჻ ესე჻ მიქელ჻ და჻ გაბრიელ჻ მთავარანგელოზისა჻ მე჻ ბატონისა჻ გურიელის჻ გიორგის჻ შვილმან჻ მამია჻ და჻ თანამეუღლემან჻ ჩვენმან჻ ათაბაგისა჻ ქალმან჻ თინათინ჻ შემოგწირეთ჻ საყდარსა჻ ჯუმათისასა჻ ჩუჱნისა჻ ამ჻ სოფლის჻ ... რცნელისათვის჻ და჻ საუკუნოსა჻ წარწყმედისა჻ ხსნისათვის჻ ამინ჻“

კონდაკოვის აზრით მინანქრები XIII-XIV საუკუნეებს მიეკუთვნება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бакрадзе Д., „Археологическое путешествие по Гурии и Адчаре“. СПб. ст. 264-265, 1878г.
  2. Кондаков Н. П., Бакрадзе Д. „Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии“. СПб. ст. 104-106, 1890г.