ჯულიუს და ეთელ როზენბერგები
ჯულიუს როზენბერგი (ინგლ. Julius Rosenberg; დ. 12 მაისი, 1918 — გ. 19 ივნისი, 1953) და მისი ცოლი ეთელი (გრინგლასი, ინგლ. Ethel Greenglass Rosenberg; დ. 28 სექტემბერი, 1915 — გ. 19 ივნისი, 1953) — ამერიკელი კომუნისტები, დაადანაშაულეს შპიონაჟში საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ (აშშ-ის ბირთვული იარაღის შესახებ მონაცემები გადასცეს სსრკ-ს) და 1953 წელს სიკვდილით დასაჯეს. როზენბერგების სიკვდილით დასჯა იყო სამოქალაქო პირის დასჯის ერთადერთი შემთხვევა შპიონაჟის ბრალდებით ცივი ომის პერიოდში[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როზენბერგი საბჭოთა დაზვერვაში მუშაობდა 1940 წლიდან. მან ამ საქმეში ჩაითრია თავისი ცოლი ეთელი, მისი ძმა დევიდი ცოლთან ერთად. გრინგლასი ამერიკის არმიის სერჟანტი იყო და მუშაობდა მექანიკოსად ლოს-ალამოსის ბირთვულ ცენტრში. აქედან იგი საბჭოთა დაზვერვას გადასცემდა ღირებულ ინფორმაციას ჰარი გოლდის მეშვეობით. კერძოდ, გრინგლასმა როზენბერგს გადასცა ნაგასაკიში ჩამოვარდნილი ბომბის ნახაზები და მისი ლოს-ალამოსში მუშაობის 12 გვერდიანი ანგარიში.
1950 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც საბჭოთა დაზვერვის ქსელი გაშიფრა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ, ინგლისში დააკავეს გერმანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი კლაუს ფუქსი, სსრკ-ის მთავარი ატომური მზვერავი. ფუქსმა გასცა ჰარი გოლდი, რომელიც იძულებული გახდა საბჭოთა დაზვერვასთან კავშირი ეღიარებინა. გოლდმა გასცა გრინგლასი, გრინგლასმა - როზენბერგები. თუმცა როზენბერგებმა ფუქსის, გოლდისა და გრინგლასისაგან განსხვავებით არ აღიარეს თავისი დანაშაული და განაცხადეს, რომ მათი დაპატიმრება ანტიკომუნიზმისა და ანტისემიტიზმის გამოვლინება იყო.
როზენბერგების სასამართლო პროცესი გაიხსნა 1951 წლის 6 მარტს ნიუ-იორკში და 5 აპრილს დასრულდა სასიკვდილო განაჩენის გამოტანით. დაიწყო საერთაშორისო კამპანია, რომელიც ითვალისწინებდა როზენბერგების შეწყალებას. მასში მონაწილეობდნენ ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი, მწერალი თომას მანი, რომის პაპი პიუს XII. მიუხედავად ამისა, ყველა შეწყალებაზე უარი თქვეს. განაჩენი შეასრულეს 1953 წლის 19 ივნისს. როზენბერგები ელექტრონულ სკამით გაასამართლეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Guide to the Playscript about the Julius and Ethel Rosenberg Espionage Trial. Special Collections and Archives, The UC Irvine Libraries, Irvine, California.
- An Interactive Rosenberg Espionage Ring Timeline and Archive დაარქივებული 2009-05-23 საიტზე Wayback Machine.
- Timeline of Events Relating to the Rosenberg Trial. დაარქივებული 2003-08-01 საიტზე Wayback Machine.
- Rosenberg trial transcript დაარქივებული 2008-02-11 საიტზე Wayback Machine. (excerpts as HTML, and the entire 2,563 page transcript as a PDF file)
- Ethel's brother says he trumped up evidence.
- Documents relating to the Julius and Ethel Rosenberg Case, Dwight D. Eisenhower Presidential Library დაარქივებული 2013-02-16 საიტზე Wayback Machine.
- Project Venona messages.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „False testimony clinched Rosenberg spy trial“ (eb). BBC. 6 December, 2001. ციტირების თარიღი: 2013-10-20. ციტატა: „Ethel and Julius Rosenberg were the only people in the United States ever executed for Cold War espionage“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)