შინაარსზე გადასვლა

ჯორჯო მორანდი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯო მორანდი
დაიბადა 20 ივლისი, 1890(1890-07-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი ბოლონია[17] [18]
გარდაიცვალა 18 ივნისი, 1964(1964-06-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [19] [9] [11] [14] [15] [16] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოლონია[17] [18]
ჟანრი ნატურმორტი[17] და პეიზაჟი[17]
საიტი https://giorgiomorandi.it/
ჯორჯო მორანდი

ჯორჯო მორანდი (იტალ. Giorgio Morandi, დ. 20 ივლისი, 1890, ბოლონია — გ. 18 ივნისი, 1964, იქვე) — იტალიელი ფერმწერი, ყველაზე უკეთ ცნობილია ნატურმორტებით.

დაიბადა ბოლონიაში, იტალია. 1907 წელს ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში (Accademia di Belle Arti) წავიდა სასწავლებლად. მისი ჩამოყალიბების წლების ნამუშევრებში აშკარაა სეზანისა და ზოგადად, კუბიზმის გავლენა, მოკლე გადახვევით ფუტურისტულ სტილში 1914 წელს. ამავე წელს მორანდი ხატვის მასწავლებლად დანიშნეს ბოლონიის დაწყებით სკოლაში, სადაც ის 1929 წლამდე მუშაობდა. ამჟამად ბოლონიის ამ სკოლაში მორანდისადმი მიძღვნილია მუზეუმი, სადაც მის ნამუშევრებთან ერთად აღდგენილია მისი სტუდიაც.

1915 წელს მორანდი სამხედრო სამსახურში ჩაეწერა, თუმცა ფსიქიკური აშლილობის გამო უვადოდ დაითხოვეს. ომის პერიოდში მორანდის ნატიურმორტები სულ უფრო მინიმალისტური ხდება მათი კომპოზიციური ელემენტების მხრივ და უფრო დახვეწილი ფორმით, რითაც ის საკუთარ აღტაცებას გამოხატავს სეზანისა და დუანიერ რუსოს მიმართ.

ნატურმორტი, ზეთის საღებავი, 1956 წ.

მეტაფიზიკური მხატვრობის(Pittura Metafisica) ფაზა მორანდის შემოქმედებაში 1918-22 წლებს მოიცავს. ეს იყო მისი ბოლო მნიშვნელოვანი სტილისტური გადახრა; რის შემდეგაც, ის მეტწილად ყურადღებას ამახვილებს ტონალობის,ფერთა გრადაციებისა და ობიექტების განლაგებაზე, გაერთიანებულს ატმოსფერულ ბურუსში, რაც მისი შემოქმედების განმსაზღვრელი მიმართულება ხდება ცხოვრების ბოლომდე. მორანდის ნამუშევრების გამოფენა ნოვეჩენტო იტალიანოს ექსპოზიციებზე ჩატარდა 1926 და 1929 წლებში, თუმცა მისი თანამედროვენი მას 20-იანი წლების ბოლოს უფრო რეგიონალისტ სტრაპეზეს ჯგუფს უკავშირებდნენ — ფაშიზმის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ჯგუფს, რომელიც ადგილობრივ კულტურულ ტრადიციებზე ამახვილებდა ყურადღებას. 1930-56 წლებში მორანდი ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში ოფორტს (გრავიურის ნაირსახეობა) ასწავლიდა. 1948 წელს ვენეციის ბიენალეზე ის ფერწერაში პირველი პრემიით დააჯილდოვეს. ის პირველად მოგზაურობს პარიზში 1956 წელს, ხოლო 1957 წელს სან-პაოლოს ბიენალეზე ფერწერული ნამუშევრებისთვის გრან-პრი მიიღო.

თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში მორანდი ნატიურმორტებსა და პეიზაჟებს ხატავდა, რამდენიმე ავტოპორტრეტის გამონაკლისით. ტონალობის, ფერისა და კომპოზიციური ბალანსის მიმართ თითქმის პედანტური დამოკიდებულებით, ის ისევ და ისევ ასახავდა იგივე ბოთლებსა და ვაზებს ნახატებში, რომლებიც შესრულების უკიდურესი სიმარტივით გამოირჩევა. მორანდის ხელს 133 ოფორტი ეკუთვნის, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი მოცულობაა, ხოლო მისი აკვარელებითა და ფანქრით შესრულებული ნახატები აბსტრაქტულობის სრულიად ინდივიდუალისტურ კოლექციას ქმნის.

მორანდი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იტალიელი მხატვარი იყო. ფედერიკო ფელინიმ მის ხსოვნას მიუძღვნა საკუთარი ფილმი ”La dolce vita”, რომელშიც მორანდის ტილოები ფიგურირებს. მორანდის ასევე მიაკუთვნებენ მისი თაობის იტალიელ მხატვართა იმ მცირერიცხოვან ჯგურს, რომლებმაც შეძლეს თავი დაეღწიათ ფაშიზმის გავლენისგან და წმინდა გამომსახველობითი ღირებულებების მოდერნისტული აბსტრაქციის სტილი განავითარეს. მისი მარტივი და განმეორებადი მოტივებით, ასევე ფერის, ზედაპირისა და დატვირთვის ეკონომიურობით, მორანდი მინიმალიზმის მნიშვნელოვანი წინამორბედი გახდა.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Giorgio Morandi
  3. 3.0 3.1 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Pacini P. Morandi, Giorgio // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T059488
  10. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  13. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  14. 14.0 14.1 The Fine Art Archive — 2003.
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. 16.0 16.1 https://www.workwithdata.com/person/giorgio-morandi-1890
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 RKDartists
  18. 18.0 18.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118583921 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  19. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
სახვითი ხელოვნების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები სახვით ხელოვნებაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯორჯო_მორანდი“-დან