ჯორჯე ენესკუ
იერსახე
ჯორჯე ენესკუ (დ. 7 აგვისტო, 1881, ლივენი, რუმინეთის სამეფო — გ. 4 მაისი, 1955) — რუმინელი კომპიზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი, პიანისტი, რუმინული ეროვნული მუსიკალური სკოლის ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლება მიიღო ვენისა (1888-1892) და პარიზის კონსერვატორიებში (1893-1899). 1898 წელს შესრულდა მისი საორკესტრო ნაწარმოები „რუმინული პოემა“. 1907 წლიდან გამოდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში როგორც მევიოლინე, დირიჟორი და პიანისტი. მან გაამდიდრა რუმინული მუსიკა ახალი ჟანრებით, ფორმებით და გამომსახველობითი ხერხებით. მისი მუსიკა მკაფიო ეროვნული ხასიათისაა. დიდი როლი ითამაშა რუმინული მუსიკის პოპულარიზაციაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 156-157.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯე ენესკუ — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)