ჯონ ნეპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ ნეპერი
John Napier.jpg
დაბ. თარიღი 1550[1] ან 1550[2]
დაბ. ადგილი ედინბურგი
გარდ. თარიღი 4 აპრილი 1617(1617-04-04)[1][2]
გარდ. ადგილი ედინბურგი
მოქალაქეობა Flag of Scotland.svg შოტლანდიის სამეფო
სამეცნიერო სფერო მათემატიკა
ალმა-მატერი სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი
John Napier ვიკისაწყობში

ჯონ ნეპერი (ინგლ. John Napier; დ. 1 თებერვალი, 1550 — გ. 4 აპრილი 1617) — შოტლანდიელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი და ასტროლოგი. არის ლოგარითმის ერთ-ერთი აღმომჩენი. პირველმა გამოაქვეყნა ლოგარითმის ცხრილები.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეულ წლებში, სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, სადაც 1563 წელს მოეწყო, ნეპერმა იმოგზაურა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საიდანაც სამშობლოში 1571 წელს დაბრუნდა. მშობლიურ ციხე-სიმაგრეში დასახლებისა და იმავე წელს დაქორწინების შემდეგ, მას შოტლანდია აღარ დაუტოვებია.

ის მთელ თავის დროს უთმობდა საღვთისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის შესწავლას. მისივე სიტყვებით, წინასწარმეტყველების ინტერპრეტაცია ყოველთვის წარმოადგენდა მისი საქმიანობის მთავარ საგანს, მათემატიკა კი — მისთვის მხოლოდ დასვენების საგანი იყო.

მიუხედავად ამისა, ნეპერი ისტორიაში შევიდა როგორც შესანიშნავი გამომთვლელი ინსტრუმენტის — ლოგარითმის ცხრილების გამომგონებელი. ამ აღმოჩენამ უდიდესი შვება მოჰგვარა გამომთვლელებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive შემოწმებული აგვისტო 22 2017: