ჯონი ზაზულა
ჯონ ზაზულა, აგრეთვე ცნობილი როგორც ჯონი ზ — ნიუ-ჯერსის ჩანაწერების მაღაზიის Rock'n Roll Heaven და ხმისჩამწერი ლეიბლის Megaforce Records დამაარსებელი და მფლობელი. ზაზულას ჩანაწერების მაღაზიამ ნიუ-ჯერსიში აქცია იგი მთავარ ფიგურად აღმოსავლეთ სანაპიროს მეტალ სცენაზე, რეგულარულად უკრავდა რა მეტალის დემო ჩანაწერებს, რომლებსაც იგი იღებდა საკუთარი მიწისქვეშა სავაჭრო ქსელიდან, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავდა ისეთ პიროვნებებს, როგორებიცაა ბრაიან სლეიჯელი Metalblade Records-იდან, რონ ქუინტანა, ჟურნალ Metal Mania-ს რედაქტორი და მარკ უიტაკერი, მუსიკალური პროდიუსერი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯონის ცენტრალური როლი მეტალ სცენაზე არსებითი ფაქტორი გახდა მეტალიკის კარიერის დაწყებისათვის. ზაზულამ მისცა ჯგუფს პირველი შესაძლებლობა, დაეკრათ ნიუ-იორკში და ორგანიზება გაუწია მათ პირველ ტურნეებს იმ დროისათვის ცნობილ და წარმატებულ ბრიტანულ ჯგუფთან Raven ერთად. დემო ჩანაწერის No Life 'til Leather მოსმენის შემდეგ ჯონი ზაზულამ ჩამოაყალიბა საკუთარი ლეიბლი Megaforce Records, რათა მოეხდინა მათი გეგმების რეალიზება. ზაზულამ გამოუშვა მეტალიკის სადებიუტო ალბომი Kill 'Em All და დააფინანსა მათი პირველი ტურნე აღმოსავლეთ სანაპიროზე.
Kill 'em All-ის წარმატების შემდეგ, ზაზულამ კონტრაქტები გააფორმა და მუშაობდა ისეთ ჯგუფებთან, როგორებიცაა: Warren Haynes, Testament, Overkill, Frehley's Comet, Kings X, Ministry და Anthrax.
მისი ცოლი, მარშა ზაზულა პარტნიორი და Megaforce Records-ის თანადამაარსებელია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Guinness Encyclopedia of Popular Music ISBN 0851129390
- The Complete Guide to the Music of Metallica - გვ 1 ISBN 0711949026