ჯონდო გიორგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

ჯონდო პარმენის ძე გიორგაძე (დ. 12 ივლისი, 1934, სოფ. ზემო ხედი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 2008, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი, საპატიო რკინიგზელი (2002).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი. 1958 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის სპეციალურ საკონსტრუქტურო ბიუროში, 1990 წლიდან — იქვე, მთავარ კონსტრუქტორი. 1959–64 წლებში უშუალოდ მონაწილეობდა ქართული ცვლადი დენის „ვლ40” (ВЛ40) მარკის სამგზავრო ოთხღერძიანი და „ვლ10” (ВЛ10) მარკის სატვირთო რვაღერძიანი მაგისტრალური ელექტრომავლების შექმნაში. შემდგომ წლებში მისი ხელმძღვანელობით ქარხანაში დაინერგა მრავალი მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლე. მუდმივი დენის ოთხღერძიანი ელექტრომავლის 4E1-ის გამოკვლევის, დამუშავებისა და წარმოებაში დანერგვისათვის გიორგაძეს, ავტორთა ჯგუფთან ერთად, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (2002).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]