ჯოი ლორენ ადამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოი ლორენ ადამსი
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1968 (1968-01-09) (56 წლის)
ჩრდილოეთ ლითლ როკი, არკანზასი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1977-დღემდე

ჯოი ლორენ ადამსი (ინგლ. Joey Lauren Adams დ. 9 იანვარი, 1968, არკანსასი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. ადამსმა ითამაშა ფილმში Chasing Amy, რისთვისაც იგი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში. ასევე, ითამაშა პატარა როლები კევინ სმიტის სხვა ფილმებში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამსმა კინოკარიერა დაიწყო მცირე როლით ფილმში ეგზორცისტი II: ერეტიკოსი 1977 წელს. ამის შემდეგ დაიწყო უფრო დიდი როლების მიღება. 1991 წელს ადამსი გამოჩნდა "Top of the Heap"-ის მე-100 ეპიზოდში Married... with Children. 1993 წელს ადამსმა შეასრულა თავისი პირველი მთავარი როლი, რიჩარდ ლინკლატერის ფილმში Dazed and Confused. იმავე წელს, იგი გამოჩნდა Saturday Night Live-ის ფილმში Coneheads, როგორც კონი კონჰედის ერთ-ერთი მეგობარი.

ორი წლის შემდეგ, ადამსი გამოჩნდა Malrats-ში, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი იყო კევინ სმიტი. მათ ერთად დაიწყეს მუშაობა და მათი ურთიერთობა შთაგონების წყარო გახდა სმიტის შემდეგი ფილმისთვის Chasing Amy. ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ მეგობრულად დასრულდა. ამასობაში, 1996 წელს, სანამ სმიტი მუშაობდა Chasing Amy-ის სცენარზე, ადამსმა მიიღო მონაწილეობა კომედიაში Bio-Dome, რომლის რეჟისორი ჯეისონ ბლუმი იყო. ადამსი თამაშობდა მონიკს, ბად მაკინტოშის შეყვარებულს.

ადამსმა მთავარი როლი შეასრულა 1997 წელს ფილმში Chasing Amy, რომელშიც განასახიერა ალისა ჯონსი, ლესბოსელი, რომელსაც შეუყვარდება მამაკაცი. მამაკაცის როლს ბენ აფლეკი ასრულებს. ფილმზე სამსახიობო მუშაობის გარდა, ადამსმა დაწერა და შეასრულა სიმღერა "Alive" ფილმის საუნდტრეკისთვის.

ადამსის შესრულებამ ფილმში Chasing Amy მას მოუტანა1997 წლის ჩიკაგოს კინოკრიტიკოსების ჯილდო, ასევე ლას-ვეგასის კინოკრიტიკოსთა საზოგადოების ჯილდო ყველაზე პერსპექტიული მსახიობისთვის და ოქროს გლობუსის ნომინაცია საუკეთესო მიუზიკლისთვის ან კომედიისთვის. ამის შემდეგ, ადამსი განიხილებოდა მთავარი როლის შემსრულებლად სმიტის ახალ ფილმში 1999 წელს, მაგრამ საბოლოოდ ლინდა ფიორენტინომ მოირგო როლი.[4] თუმცა, მოგვიანებით ადამსი მოკლედ გამოჩნდა სმიტის ორ სხვა პროექტში: 2001 წლის ფილმში Jay and Silent Bob Strike Back და 2004 წლის ანიმაციურ მოკლემეტრაჟიან ფილმში: Clerks: The Lost Scene, რომელიც წარმოდგენილია Clerks X DVD-ზე. ორივე ფილმში ადამსი კვლავ ასრულებს ალისა ჯონსის როლს.

სმიტთან მუშაობის შემდეგ, მისი პროექტები მოიცავს ვეტერინარის ცბიერი ასისტენტის როლს, რომელსაც შეუყვარდება მარტოხელა მამა (ვინს ვონი) 1998 წლის ფილმში A Cool, Dry Place. მომდევნო წელს ადამსი გამოჩნდა მის პირველ მსხვილბიუჯეტიან ჰოლივუდურ გამოცემაში, რომელშიც მოირგო ადამ სენდლერის სასიყვარულო ობიექტის როლი წარმატებულ კომედიაში Big Daddy. შემდეგ მან განაგრძო მონაწილეობა ბევრ პატარა ფილმში, მათ შორის Beautiful და In the Shadows. 2005 წელს მან მიიღო მცირე როლი სერიალ Veronica Mars-ის ეპიზოდში.

ასევე 2006 წელს, ადამსმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სარეჟისორო ფილმი Come Early Morning, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ ეშლი ჯადი, ჯეფრი დონოვანი, დაიან ლედი, ტიმ ბლეიკ ნელსონი და ლორა პრეპონი.

2006 წელს მას, ლიან ლანსონთან და ნიკოლ ჰოლოფსენერთან ერთად, მიიღო დოროთი არზნერის რეჟისორების ჯილდო.[1] 2009 წლის 24 ნოემბერს Interscope Records-მა გამოუშვა ადამსის რეჟისორული დებიუტი მუსიკალური ვიდეოსთვის სახელწოდებით "Belle of the Boulevard", Dashboard Confessional-ის მიერ.

ადამსი ტელევიზიაში დაბრუნდა 2010 წლის მარტში სერიალში The United States of Tara. იგი გამოჩნდა ექვს ეპიზოდში, როგორც პემი, ბარმენი, რომელიც უყვარდა ბაკს.

ადამსი ასევე ცნობილია თავისი გამორჩეული ხმით, რომელსაც ერთმა კინოკრიტიკოსმა უწოდა "სექს-კნუტი-ჰელიუმზე".[2] მის ხმასთან დაკავშირებით ადამსმა კომენტარი გააკეთა: "ეს არ არის ნორმალური ხმა. ის არ ჯდება ხალხის წინასწარ წარმოდგენაში იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქალის ხმა. თუმცა დედაჩემი არ ფიქრობს, რომ უჩვეულო ხმა მაქვს.[3] ერთ-ერთმა კრიტიკოსმა თქვა: "მიუხედავად იმისა გიყვართ ის თუ არა, მის ხმას აქვს ჰიპნოზირების პოტენციალი“.[4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამსი დაიბადა ჩრდილოეთ ლიტლ როკში, არკანზასი, ის იყო სამი შვილიდან ყველაზე უმცროსი.[5]ადამსმა დაამთავრა North Little Rock Northeast-ის საშუალო სკოლა.

ადამსი დაქორწინდა ბრაიან ვილიმზე 2014 წელს.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Past Recipients. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-30. ციტირების თარიღი: 2011-05-10
  2. Flint Marx, Rebecca (2012). „Joey Lauren Adams“. Movies & TV Dept. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 26, 2012. ციტირების თარიღი: February 26, 2010.
  3. Slotek, Jim. (August 17, 1999) She can speak Hollywoodese. Jam! Showbiz. Canoe.ca. ციტირების თარიღი: June 13, 2006
  4. Barnett Reed, Jennifer (June 2, 2005). „A friend in low places“. Arkansas Times. ციტირების თარიღი: March 11, 2011.
  5. Slotek, Jim (August 17, 1999). „She Can Speak Hollywoodese Baby-Voiced Joey Lauren Adams Has Learned That Money Talks“. The Toronto Sun. Toronto, Ontario, Canada: Postmedia Network. ციტატა: „"I thought after Chasing Amy, I would be able to do anything I want, which definitely wasn't the case," the 31-year-old actress says.“
  6. Happily Ever After en-US (2015-02-28). ციტირების თარიღი: 2019-01-27