ლინდა ფიორენტინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლინდა ფიორენტინო
დაბ. სახელი კლორინდა ფიორენტინო
დაბ. თარიღი 9 მარტი 1958
ფილადელფია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1985—დღემდე
მეუღლე(ები) ჯონ ბაირამი (1992–1993)

ლინდა ფიორენტინო (ინგლ. Linda Fiorentino; დ. 9 მარტი 1958, ფილადელფია, აშშ)[1] — ამერიკელი კინომსახიობი. იგი მეტად ცნობილი გახდა ისეთ ფილმებში შესრულებული როლებით, როგორებიცაა „დოგმა“, „მხედველობის ძებნა“, „მამაკაცები შავებში“, „სამსახურის შემდეგ“, „უკანასკნელი ცდუნება“.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინდა ფიორენტინო დაიბადა ქალაქ ფილადელფიაში (პენსილვანია).[1] ფიორენტინო იტალო-ამერიკელი წარმოშობისაა.[3] დაამთავრა ვაშინგტონის უმაღლესი სკოლა, რის შემდეგ ხდება როუზმონტ კოლეჯის უმაღლეს სკოლადამთავრებული ფილადელფიის გარეუბანში.[4] 1987 წლიდან სწავლობდა ფოტოგრაფობაზე, საერთაშორისო ფოტოგრაფიის ცენტრში, ქალაქ ნიუ-იორკში.

ლინდა ფიორენტინომ თავისი პირველი როლი კინოში მიიღო 1985 წელს, როდესაც მან ითამაშა ფილმში „მხედველობის ძებნა“. 1990-იან წლებში ფიორენტინო ცნობილი მსახიობი ხდება. 1994 წელს შეასრულა როლი ფილმში „უკანასკნელი ცდუნება“, სადაც ითამაშა ფატალური ქალის ბრიჯიტის როლი. აღნიშნული როლისთვის ფიორენტინოს ჯილდოები მიენიჭა, ამასთანავე ერთხანს დაიწყო საუბრები ლინდა ფიორენტინოსთვის ოსკარის შესაძლო ნომინაციაზე, თუმცა მანამ ფილმს კინოთეატრებში გამოუშვებდნენ იგი საჩვენებლად საკაბელო ტელევიზიაში (HBO) გაუშვეს, რამაც გამოიწვია მსახიობის დისკვალიფიკაცია.

მოგვიანებით ფიორენტინო რეჟისორ ჯონ დალთან თანამშრომლობს. 1996 წელს ჯონ დალმა გადაიღო ფილმი „დაუვიწყარი“, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში ლინდა ფიორენტინომ შეასრულა. 2000 წელს ითამაშა კომედიურ-კრიმინალურ ფილმში „იქ სადაც ფულია“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ჰოლივუდის ვარსკვლავი პოლ ნიუმანი. 2002 წელს მიიღო მონაწილეობა ფილმში „მიზანში“, ხოლო 2009 წელს კინოფილმში „კიდევ ერთხელ გრძნობით“.[5]

1992-1993 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა რეჟისორ ჯონ ბაირამთან.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
1985 მხედველობის ძებნა Vision Quest კარლა
1985 გოტჩა! Gotcha! საშა
1985 სამსახურის შემდეგ After Hours კიკი
1988 ველური ცეცხლი Wildfire კეი
1988 მოდერნისტები The Moderns რეიჩელი
1991 უცხო ადამიანები Strangers ჰელენი
1991 ყვირილი Shout მოლი
1991 კვინსის ლოგიკა Queens Logic კარლა
1992 სურვილის ჯაჭვი Chain of Desire ალმა
1992 კანონის მიღმა Beyond the Law რენი
1993 მოქმედება იმპულსის მიხედვით Acting on Impulse სიუზანი
1994 უკანასკნელი ცდუნება The Last Seduction ბრიჯეტი
1994 ტრეილის დამწუხრება The Desperate Trail სარა
1995 ცელქი Jade ტრინა
1996 დაუვიწყარი Unforgettable მართა
1996 მეტი ვიდრე ცხოვრება Larger than Life ტერი
1997 მამაკაცები შავებში Men in Black ლაურელი
1997 გაწევა ფაზის მიხედვით Kicked in the Head მეგანი
1998 მოკლულთა დათვლა Body Count ნატალი
1999 დოგმა Dogma ბეთანი
2000 ჩვეულებრივი დამნაშავე Ordinary Decent Criminal კრისტინა
2000 რომელი პლანეტიდან ხარ? What Planet Are You From? ჰელენი
2000 იქ სადაც ფულია Where the Money Is ქეროლი
2002 მიზანში Liberty Stands Still ლიბერტი
2009 კიდევ ერთხელ გრძნობით Once More with Feeling ლიდია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]