ჯოვანი ვიტროტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოვანი ვიტროტი კავკასიაში 1910 წ.

ჯოვანი ვიტროტი (იტალ. Giovanni Battista Vitrotti; დ. 16 ნოემბერი, 1882, ტორინო — გ. 1 დეკემბერი, 1966, რომი) — იტალიელი კინემატოგრაფი და რეჟისორი, რომელიც მიჩნეულია იტალიური მუნჯი კინოს ერთ-ერთ პიონერად. მას ბევრი ფილმი აქვს გადაღებული იტალიაში, გერმანიასა და პოლონეთში. 1911 წელს ის კინემატოგრაფიულ მოღვაწეობას კავკასიაშიც ეწეოდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოვანი ვიტროტის მოუწია ცხოვრება ეპოქაში, როცა ფეხს იკიდებდა და უკვე ყოველდღიურობად იქცა ავტომობილი, რადიო, ფოტოგრაფია, ტელეფონი, კინემატოგრაფია. 18 წლის ვიტროტიმ, რომელიც ფერწერით იყო გატაცებული, ფოტოგრაფიამ მიიზიდა. გატაცება მალე პროფესიონალიზმში გადაიზარდა და 1903 წელს ტურინის ერთ-ერთ პრესტიჟულ ფოტოკონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ჯოვანის კინემატოგრაფიული ბედი გადაწყდა კინომრეწველ არტურო ამბროზიოსთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც „ცოცხალი სურათების“ დადგმა შესთავაზა. არტურო ამბროზიომ შემოიკრიბა კინემატოგრაფიის ენთუზიასტები, მათ შორის ვიტროტის ძმა — ჯუზეპე პაოლო ვიტროტიც. ისინი იღებდნენ, ძირითადად, კომედიურ ფილმებს, რომლებსაც მთელ ევროპასა და ამერიკაში აჩვენებდნენ. 1909-1911 წლებში ამბროზიო აგზავნის ჯოვანი ვიტროტის რუსეთში, სადაც ის იღებს ფილმ „ბაღჩისარაის შადრევანს“ (1909 წ.). ვიტროტი მალე საქართველოშიც მიიწვიეს. მან თითქმის მთელი კავკასია მოიარა კინოაპარატით ხელში და ათობით მოკლმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. მან ფირზე აღბეჭდა საქართველოსა და სომხეთის მთიანეთი და მალე რუსული კლასიკური ლიტერატურის ეკრანიზაციას შეუდგა. მცხეთაში მან გადაიღო „დემონი“ ლერმონტოვის მიხედვით, ასევე პუშკინის „კავკასიის ტყვე“, ავერკიევის „კაშირის ტყვე“, ანდრეევის „ანფისა“, იუჟინის „ღალატი“ და სხვა.

1917 წლიდან რუსეთში რევოლუციის გამო რუსული ბაზარი იტალიისათვის დაიკეტა და 1921 წელს განაგრძო მუშაობა გერმანიაში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასია

  • 1911 Travelling in the Caucasus/მოგზაურობა კავკასიაში. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Bee Life/ფუტკრის ცხოვრება. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Da Mleti a Vladicaucas/მლეთიდან ვლადიკავკაზამდე. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Da Tiflis a Mleti/ტფილისიდან მლეთამდე. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Uses and Customs of the Natives of the Caucaus/კავკასიის ადათ-წესები და კოსტიუმები. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 La città di Batum/ქალაქი ბათუმი. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Excursion in Mount Kasbek, Caucasus/გასეირნება ყაზბეგის მთაზე. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 A Tartar Bath and Massage Establishment/გოგირდის აბანო და მასაჟები. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 The Town of Erivan/ ქალაქი ერევანი (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Ani, the Town of 1,000 Churches/ანისი, 1000 ეკლესიის ქალაქი. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 La città di Kutais/ქალაქი ქუთაისი. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Il monumento a Vittorio Emanuele II (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 The Town of Vladicawkay/ქალაქი ვლადიკავკაზი. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Review of Turin Exhibition (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 In the Region of Ararat in the Caucasus/არარატი. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Religious Festival at Mzchet in the Caucasus/მცხეთობის დღესასწაული. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Habits and Customs of the Persians in the Caucasus (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Parade of the Tiflis Garnison Before the Viceroy of the Caucasus (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Tiflis, Capital of the Caucasus/კავკასიის დედაქალაქი ტფილისი. (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Vagarchapat nel Caucaso (Gran patriarca armeno) (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Escort of the Viceroy of Caucasus (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 War of the Cossacks. (მოკლემეტრაჟიანი "თეატრალური დადგმა").
  • 1911 The Lake of Thun (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
  • 1911 Demon/დემონი. (მოკლემეტრაჟიანი "თეატრალური დადგმა").
  • 1911 Prisoner of Caucasus/კავკასიის ტყვე. (მოკლემეტრაჟიანი "თეატრალური დადგმა").

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაია ხვედელიძე — „იტალიელი კინემატოგრაფები საქართველოში“. ჟურნალი საბჭოთა ხელოვნება №1 1990 წ.
  • მაია ხვედელიძე — „იტალიელი კინემატოგრაფისტი საქართველოში“. ჟურნალი ხელოვნება №4 1991 წ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bertellini, Giorgio. Italy in Early American Cinema: Race, Landscape, and the Picturesque. Indiana University Press, 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]