ჯიჯეთის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიჯეთის ეკლესია.

ჯიჯეთის პირველი ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიჯეთის დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,5 x 4,8 მეტრი), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა, მთლიანად დანგრეულია დასავლეთ კედელი, ასევე სამხრეთ და ჩრდილო კედლების დასავლეთ ნაწილი. ეკლესია უაფსიდოა, სწორკუთხა. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]