ჯინეტ რენკინი
ჯინეტ რენკინი | |
---|---|
ინგლ. Jeannette Rankin | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 11 ივნისი, 1880 |
დაბადების ადგილი | მისულას ოლქი, მონტანა |
გარდაცვალების თარიღი | 18 მაისი, 1973 |
გარდაცვალების ადგილი | კარმელი, კალიფორნია |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება |
მონტანას უნივერსიტეტი ვაშინგტონის უნივერსიტეტი |
ეროვნება | ამერიკელი |
პარტია | რესპუბლიკური პარტია |
ძირითადი იდეები | პაციფიზმი |
საქმიანობა | სოციალური მუშაკი |
ჯილდოები | ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[1] [2] , ომის მოწინაააღმდეგეთა ლიგის მშვიდობის პრემია[3] და Georgia Women of Achievement[4] |
ჯინეტ რენკინი (ინგლ. Jeannette Rankin დ. 11 ივნისი, 1880 — გ. 18 მაისი, 1973) — ამერიკელი პოლიტიკოსი. ის იყო პირველი ქალი, რომელიც გახდა აშშ-ის კონგრესის წევრი. რენკინს სჯეროდა, რომ მთავრობის უუნარობა და კორუფცია იყო ხელისუფლებაში ქალთა ნაკლებობის შედეგი. ის კონგრესში არჩეული იყო მონტანას შტატიდან. რენკინი კონგრესის წევრი გახდა 1917 წლის 4 მარტს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აშშ-ის ბევრ შტატში ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოპოვებული აქტიური საარჩევნო ხმის უფლება.
რენკინი იყო პაციფისტი. ის იყო კონგრესის იმ ორმოცდაათ წევრს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს აშშ-ის ჩაბმას პირველ მსოფლიო ომში და იყო ერთადერთი, ვინც მხარი არ დაუჭირა აშშ-ის ჩაბმას მეორე მსოფლიო ომში. ამ საკითხზე 1941 წელს კენჭისყრისას მან განაცხადა: „მე ვერ წავალ ომში, რადგან ვარ ქალი და ასევე უარს ვამბობ სხვა გავუშვა ომში“[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ჯინეტ რენკინი
- Jeannette Rankin Peace Center in Missoula, Montana
- Jeannette Rankin დაარქივებული 2014-04-27 საიტზე Wayback Machine. Documentary produced by Montana PBS
- ჯინეტ რენკინი — Find a Grave-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.womenofthehall.org/inductee/jeannette-rankin/
- ↑ The Political Graveyard — 1996.
- ↑ https://www.warresisters.org/wrl-peace-awards
- ↑ https://www.georgiawomen.org/gwa-hall-of-fame
- ↑ Alter, Judy. Extraordinary Women of the American West. Children’s Press, 1999, p. 153–157