ჯესი ტაილერ ფერგიუსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯესი ტაილერ ფერგიუსონი
Jesse Tyler Fergeuson Muppets Most Wanted Premiere (cropped).jpg
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1975 (1975-10-22) (45 წლის)
მიზულა, მონტანა, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
პროფესია მსახიობი
აქტიური 1998-დღემდე
მეუღლე(ები) ჯასტინ მიკიტა
(ქ. 2013)
შვილ(ებ)ი 1
მშობლები მამა: რობერტ ფერგიუსონი
დედა: ანა დოილი

ჯესი ტაილერ ფერგიუსონი (ინგლ. Jesse Tyler Ferguson; დ. 22 ოქტომბერი, 1975, მიზულა, მონტანა, აშშ[1]) — ამერიკელი მსახიობი, სახელი გაითქვა სერიალში „ამერიკული ოჯახი“ (2009-2020) შესრულებული მიჩელ პრიჩეტის როლით. ამ როლისათვის იგი ხუთჯერ იყო ნომინირებული ემის ჯილდოზე და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯესი ტაილერ ფერგიუსონი დაიბადა 1975 წლის 22 ოქტომბერს მონტანას შტატის ქალაქ მიზულაში[1]. იგი არის რობერტ „ბობ“ ფერგიუსონისა და მისი ცოლის, ანა ფერგიუსონის (ქალიშვილობის გვარია დოილი) ვაჟი[2]. მისი მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც იგი 18 წლის იყო. მას ასევე ჰყავს და-ძმა: ბენ და კელი ფერგიუსონები.

მას სახელი ბებიის, ჯესი აპრეკა ფერგიუსონის პატივსაცემად დაარქვეს[3], რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მისი აღზრდის საქმეში[4]. აღსანიშნავია, რომ მის დიდ ბაბუასაც ჯესი ერქვა[5].

როდესაც იგი ჯერ კიდევ ბავშვი იყო მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში გადავიდა საცხოვრებლად[6]. მან რვა წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყო, ამიტომაც ალბუკერკეს ბავშვთა თეატრს შეუერთდა, სადაც იგი შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა[7].

ალბუკერკეს სკოლაში სწავლისას მან მიუზიკლში „ნახვამდის ჩიტუნია“ შეასრულა ალბერტ პეტერსონის, ხოლო პიესაში „პატარა აბნერი“ გენერალ ბალმუზის როლი შეასრულა. 1998 წელს მან სკოლა დაამთავრა და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც სწავლა ამერიკის მუსიკალურ და დრამატულ აკადემიაში განაგრძო.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერგიუსონი მსახიობ ერიკ სტოუნსტრიტთან (სერიალში „ამერიკული ოჯახი“ იგი მისი ქმრის როლს ასრულებს) ერთად 2015 წელს.

ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ ჯესი ბროდუეის თეატრში მუშაობდა, სადაც სპექტაკლში „პუნთამის ოლქის წლიური 25-ე ფუტკრის ორთოგრაფია“ მიიღო ტონის ჯილდო. 2007 წლიდან იგი მუშაობდა საჯარო თეატრში, სადაც მან თავისი ყველაზე დიდი როლი შეასრულა უილიამ შექსპირის პიესაში „ზაფხულის ღამის სიზმარი“.

2009 წელს სერიალში „ამერიკული ოჯახი“ იგი დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ, მიჩელ პრიჩეტის როლზე, რომელსაც იგი 2020 წლამდე ასრულებდა. მისთვის ეს როლი განსაკუთრებული პოპულარობისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდა, რამეთუ მიჩელის როლისათვის იგი არაერთხელ იყო ნომინირებული ემის, კინომსახიობთა გილდიისა და სხვა პრესტიჟულ ჯილდოებზე. აქედან მოგებული აქვს კინომსახიობთა ოთხი ჯილდო.

ჯესი ტაილერ ფერგიუსონი და მისი მეუღლე, ჯასტინ მიკიტა 2014 წელს

„ამერიკული ოჯახის“ პარალელურად, იგი სერიალში „ანუ შენი აზრით ცეკვა შეგიძლია“ 2011-13 წლებში თავისი თავის როლს ასრულებდა. 2013-24 წლებში თამაშობდა სერიალში „ვებ-თერაპია“. 2013 წლიდან დღემდე, მას შვიდ სერიალში აქვს შესრულებული თავისი თავის როლი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოწოდებით ფილანთროპი ჯესი ტაილერ ფერგიუსონი თავის ადვოკატ ქმართან, ჯასტინ მიკიტასთან ერთად 2012 წლიდან აქტიურად იბრძვის ლგბტ თემის უფლებებისათვის. ცნობილია, რომ მან 10,000 ამერიკული დოლარი გაიღო გრანტის სახით ნიუ-მექსიკოში ერთსქესიანი ქორწინების უფლების მომხრეთა დასახმარებლად[8]. იგი თავადაც აქტიურად იბრძოდა მასშტაბით ერთსქესიანი ქორწინებისა და ბავშვის აყვანის უფლების მოსაპოვებლად.

2012 წლის სექტემბერში ფერგიუსონმა მისი და ჯასტინ მიკიტას ნიშნობის შესახებ დააანონსა[9]. ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ის და ჯასტინი 2013 წლის 20 ივლისს, მანჰეტენზე დაქორწინდნენ[10]. 2020 წლის 7 ივლისს დაიბადა მათი პირველი ვაჟი, სახელად ბეკეტ მერკერ ფერგიუსონ-მიკიტა[11].

ცნობილია, რომ თავად ფერგიუსონს ძალიან გაუჭირდა ოჯახის წევრებისათვის თავისი ორიენტაციის შესახებ თქმა. როგორც თავად განაცხადა, განსაკუთრებით მამას გაუჭირდა ამასთან შეგუება, ამიტომ მას სამჯერ მოუხდა მისთვის თქმა და ახსნა-განმარტების გაკეთება (17, 19 და 21 წლის ასაკში)[12].

ფერგიუსონს ასევე ჰყავს ძაღლი, სახელად ლეფი[5]. იგი ასევე არის დემოკრატი პოლიტიკური კანდიდატების აქტიური მხარდამჭერი[13].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "Jesse Tyler Ferguson". TV Guide Online. Archived from the original on April 3, 2016.
  2. "Robert B Ferguson". United States Public Records, 1970–2009. FamilySearch. Retrieved August 4, 2014.
  3. "Jesse Tyler Ferguson follows the trouble-filled story of his great-grandfather's life—and draws conclusions about his ultimate legacy" დაარქივებული 2016-05-01 საიტზე Wayback Machine. . Ancestry.com. August 1, 2014. Retrieved August 3, 2014.
  4. Strohm, Emily (July 30, 2014). "Jesse Tyler Ferguson Discovers a Dark Crime While Tracing His Family Tree". People. Retrieved August 4, 2014.
  5. 5.0 5.1 "Jesse Tyler Ferguson 25 Things You Don't Know About Me". Us Magazine. July 26, 2014. Retrieved August 4, 2014.
  6. "Modern Family Biography: Mitchell Played by Jesse Tyler Ferguson". ABC. Archived from the original on June 23, 2011. Retrieved August 6, 2011.
  7. Allen, Steven Robert (September 19–25, 2013). "Wedding Bells for Jesse Tyler Ferguson". Alibi. V.22 No.38. Retrieved August 4, 2014.
  8. "ACLU Names Celebrity Ambassadors for Key Civil Liberties Issues". American Civil Liberties Union. October 29, 2013. Retrieved December 5, 2013.
  9. Chi, Paul (September 19, 2012). "Jesse Tyler Ferguson Is Engaged to Justin Mikita" დაარქივებული 2016-06-16 საიტზე Wayback Machine. . People. Retrieved September 19, 2012.
  10. Rizzo, Monica (July 21, 2013). "Jesse Tyler Ferguson Marries Justin Mikita". People. Retrieved July 21, 2013.
  11. "Jesse Tyler Ferguson Is a Dad! Actor Welcomes First Child, Beckett Mercer, with Justin Mikita". PEOPLE.com. Retrieved July 9, 2020.
  12. Winfrey, Oprah (October 27, 2013). "Jesse Tyler Ferguson, Dan Bucatinsky and Wanda Sykes Reflect on Coming Out" (video interview). Oprah's Next Chapter. Retrieved August 4, 2014.
  13. "Democratic National Convention - Our Fight Song". YouTube. Retrieved July 11, 2018.