შინაარსზე გადასვლა

ჯენ ჩენგუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯენ ჩენგუნი, თან. გაქ.[] ჭენგ ჩენგკუნგი [] (ჩინ.: 鄭成功), უფრო ცნობილი საპატიო სახელით კოსინგა (ჩინ.: 國姓爺) (დ. 1624 — გ. 1662) — ჩინელი მხედართმთავარი, ვაჭარი. 1646 წლიდან მონაწილეობდა მანჯურიული დინასტიის ცინგის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც ამ დროისთვის თავისი ძალაუფლება თითქმის მთელ ჩინეთზე გაავრცელა.

ჭენგ ჩენგკუნგი გამაგრდა ზღვის სანაპიროზე ფუძიანის, გუანდუნის და ჯეძიანის პროვინციების რაიონში, მანჯურიელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვა, მაგრამ 1659 წელს დამარცხდა ნანკინთან. 1661-1662 წლებში კუნძულ თაივანიდან განდევნა ჰოლანდიელი კოლონიზატორები და გადააქცია იგი ცინგების წინააღმდეგ ბრძოლის ბაზად.

ჭენგ ჩენგკუნგის ვაჟი და შვილიშვილი განაგებდნენ ტაივანს 1683 წლამდე, სანამ კუნძულს ცინგის ჯარები მიიტაცებდნენ.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ჩინური ენის მარცვალთა სისტემის გაქართულების თანამედროვე სისტემის სანახავად, იხ.: ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები.
  2. „ჯენ ჩენგუნი“ ქართულ ენაში დამკივდრებული არასწორი ფორმაა, რომელიც თანდათან უნდა ჩანაცვლდეს ფორმით „ჭენგ ჩენგკუნგი“ ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის თანამედროვე წესების შესაბამისად.[1]
  1. ბიულეტენი II. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი (2019–2020). ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2023