ჯენის ატკინსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯენის ატკინსონი

ჯენის ატკინსონი 2015 წელს
დაბადების თარიღი

1962 წლის 31 აგვისტო (61 წლის)

ლონდონი, ინგლისი
პარტია

დამოუკიდებელი პარტია (2015 წლიდან); ევროპული წინააღმდეგობის ეროვნული საბჭო, გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტია (2011–2015 წლები),

კონსერვატიული პარტია (დაახ. 1980–2011 წლები) (აქტიური 2005–2011 წლები)
მეუღლე(ები) სტივი სმოლი (განქ.), საიმონი
შვილ(ებ)ი 2
საიტი

janiceatkinson.co.uk

European Parliament biography

ჯენის ენ ატკინსონი (დაბადებული 1962 წლის 31 აგვისტოს) არის ყოფილი ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის რეგიონის წარმომადგენელი იყო ევროპარლამენტში. თავდაპირველად, იგი გაწევრიანებული იყო გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელ პარტიაში, ხოლო მოგვიანებით, დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა: იგი პარლამენტის წევრად აირჩიეს 2014 წელს, როცა ნაიჯელ ფარაჯის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. 2015 წლის მარტში ატკინსონი გარიცხეს გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიიდან, რადგან "პარტიას საეჭვო რეპუტაცია მოუტანა" მას შემდეგ, რაც შტაბის უფროსი თაღლითურად ეცადა საკუთარი ხარჯების გაზრდას.[1][2]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენის ატკინსონი არის კონსერვატიული პარტიის ყოფილი წევრი და მარკეტინგულ კომპანიას მართავდა ორი ათწლეულის განმავლობაში, სანამ ევროპარლამენტის წევრი გახდებოდა. ჯენის სმოლის სახელით, იგი კონსერვატორების პრესის ოფიცერი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთში 2005 წლის საყოველთაო არჩევნების განმავლობაში, ხოლო ბეტლი და სფენის კონსერვატორობის კანდიდატი - 2010 წლის საყოველთაო არჩევნებზე, სადაც ლეიბორისტი თანამდებობის პირის, მაიკ ვუდის შემდეგ, 4 406 ხმით მეორე ადგილზე გავიდა.[3] ასევე, იგი კონსერვატორების ელექტორალური რეფორმის დირექტორიც იყო.[4]

ჯენის ატკინსონი შეუერთდა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელ პარტიას 2011 წელს და აღნიშნა, რომ დეივიდ კემერონის მიერ დაანონსებული რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობაზე, ჩავარდა.[5] ჯენის ატკინსონ-სმოლის სახელით, მან დაწერა სტატია გაზეთისთვის "დეილი მეილი".

იგი აირჩიეს გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის ფოლკესტონისა და ჰინთის ოლქის კანდიდატად 2015 წლის საყოველთაო არჩევნებში. თუმცა, მოგვიანებით, ატკინსონი გარიცხეს პარტიიდან, რის შემდეგაც მან უარი თქვა საკუთარ კანდიდატურაზე "სერიოზული ფინანსური დარღვევების" გამო.

2015 წლის 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ატკინსონი შეუერთდა ევროპარლამენტის ახლადდაარსებულ ულტრამემარჯვენე ჯგუფს, სახელწოდებით "ერებისა და თავისუფლების ევროპა".[6]

ჯენის ატკინსონი "ამერიკის საკანონმდებლო გაცვლით საბჭოსთან" ასოცირებული პიროვნებაა.[7]

ატკინსონი მხარს უჭერდა ბრექსიტს. აგრეთვე, შინაგან საქმეთა მინისტრის, საჯიდ ჯავიდისგან მოითხოვა, რომ სამეფო დროშის გამოფენა პორტებსა და აეროპორტებში სავალდებულო გამხდარიყო; ჯავიდმა უარი განაცხადა მოთხოვნის აღსრულებაზე.

ჯენის ატკინსონმა აღარ მიიღო მონაწილეობა 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში.

პოლიტიკური შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენის ატკინსონის პოლიტიკური შინაარსის ნაშრომები მოიცავს წიგნებს, როგორებიცაა: Migrant Crime Wave: The EU Cover Up Revealed,[8] Beyond Brussels: Brexit and The New European Patriotism and What Women Want versus The gender, transgender and cultural wars of the West.

2017 წლის მაისში, მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდგომ პერიოდებში, ატკინსონმა მოითხოვა სიკვდილით დასჯის შემოღება იმ პირებისთვის, რომლებიც მსჯავრდებული იყვნენ ტერორისტული დანაშაულებისთვის.[9]

ჯენის ატკინსონი სამიდან ერთ-ერთი ევროპარლამენტარი იყო, რომელმაც 2018 წლის 1 მარტს ხმა მისცა იმ წინადადების წინააღმდეგ, რომელიც ხელს უწყობდა ეროვნულ პარლამენტებს, აეკრძალათ "გეი პიროვნებად ცვლილების თერაპიები".[10]

შინაგან საქმეთა მინისტრს, საჯიდ ჯავიდს, სამეფო დროშებით მოძრაობა და ფრენა პორტებსა და აეროპორტებში, ჯენის ატკინსონმა მოსთხოვა.[11]

წინააღმდეგობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის კაპმანიის მიმდინარეობის დროს ცნობილი გახდა, რომ ჯენის ატკინსონის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მისი ალმა-მატერის (ინგლ. Blackheath Bluecoat School) სტატუსი პირველ ადგილად ითვლებოდა სახელმწიფოს შერჩევით განათლებაში, არ აღმოჩნდა სწორი, რადგან სკოლა არ არის და არც არასდროს ყოფილა გრამატიკაზე ორიენტირებული.[12]

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელ პარტიაში გაწევრიანებამდე, ჯენის ატკინსონს უარი ეთქვა 2011 წლის ხმების ალტერნატიულ კამპანიაში მონაწილეობაზე. ამის მიზეზი გადაუწყვეტელი კონსერვატორების შეხვედრა გახდა, სადაც ატკინსონმა "მხარდაჭერა გამოხატა ბრიტანეთის ეროვნული პარტიის პლატფორმის ელემენტების მიმართ" [13] რამდენიმე დღის შემდეგ, ატკინსონმა შეურაცხყოფა მიაყენა რასიზმის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს. ხსენებული ინციდენტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ატკინსონმა პოლიციას მოსთხოვა პარტიის მიმართ "მოძალადე" პროტესტანტების დაკავება. ფოტო, რომელმაც აღნიშნული მომენტი დააფიქსირა, ვირუსულად გავრცელდა სოციალურ მედიაში.[14] ატკინსონი, რომელმაც კენტის ქალაქები "აკრძალულ სივრცეებად" გამოაცხადა, საკუთარ პოზიციას დაჟინებით იცავდა, რადგან ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდობაში მონაწილეობა ჰქოდა მიღებული ანტინაცისტური ლიგის ერთ-ერთ მსვლელობაში.[15]

2014 წლის აგვისტოში BBC-ის ახალი ამბების ჯგუფმა ატკინსონთან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც იგი შეურაცხყოფას აყენებდა პარტიის მხარდამჭერ ტაილანდური წარმოშობის ცოლ-ქმარს ("ტინგ-ტონგი საიდანღაც" - ტერმინი, რომელიც ტაილანდში გამოიყენება მენტრალური ჯანმრთელობის მქონე ხალხის აღსანიშნავად).[16] შესაბამისად, ატკინსონმა ბოდიში მოიხადა. ცოლ-ქმარი დაიმუქრა, რომ უარს იტყოდა პარტიის წევრობაზე, თუმცა მოსაზრება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ნაიჯელ ფარაჯმა პირადად მოიხადა ბოდიში.[17] ტაილანდური წარმოშობის ცოლ-ქმართან სახლში აღებული ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ ატკინსონს არ მოუხდია ბოდიში და, პირიქით, მტრულად იყო მათ მიმართ განწყობილი. ფარაჯმა თქვა, რომ "პარტიის წევრების 99%-ს არ მოეწონა მსგავსი საქციელი და ვერ გაიზიარებდა ატკინსონის შეხედულებებს".[18] ატკინსონმა ბოდიში მოიხადა და მცირე ხანში, ინტერვიუში განაცხადა, რომ არასდროს ამოძრავებდა ბოროტი განზრახვა, ხოლო მისი კომენტარი კონტექსიდან იყო ამოვარდნილი.[19]

2014 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ატკინსონს, რომლის ყოველწლიური საპარლამენტო ხელფასი დაახლოებით £79 000 იყო, ბავშვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადასახდელი ჰქონდა £2 000-ზე მეტი ოდენობის თანხა.[20] მისი ყოფილი ქმარი ამტკიცებდა, რომ ამან "მძიმე კვალი დატოვა საერთო შვილსა და ოჯახზე". ატკინსონი თავად მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, რადგანაც წინა პერიოდებში გააკრიტიკა "უმწეო ოჯახები", რომლებსაც ჰყავდათ უფრო მეტი შვილი, ვიდრე შეეძლოთ მათი გამოკვება.[21]

თაღლითობა და პარტიიდან გარიცხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 19 მარტს ატკინსონს შეუწყდა პარტიის წევრის სტატუსი, რაც მოჰყვა "თითქოს სერიოზულ ფინანსურ დარღვევას". ჟურნალმა The Sun გამოაქვეყნა საიდუმლო ჩანაწერი, რომელშიც ატკინსონის გუნდის უფროსი, კრისტინ ჰიუიტი საუბრობს გუნდის წევრთან ერთად ქალაქ მარგეითის რესტორანში. სადილის დროს, იგი ითხოვს ყალბ ინვოისს, რომელიც დაახლოებით 3-ჯერ აჭარბებს მომსახურების თანხას (£950). ჩანაწერში ისმის, თუ რას ამბობს ჰიუიტი: "ჩვენ ცოტათი ვაჭარბებთ გადასახადს, რადგან ესაა გზა, რითაც ვანაზღაურებთ დანაკლისს."[22] მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დაიწყო გამოძიება.[23]

23 მარტს ჯენის ატკინსონი გარიცხეს, რადგან "პარტიას საეჭვო რეპუტაცია მოუტანა".[24] ატკინსონის მიმართ არ განხორციელებულა არავითარი სამართლებრივი ღონისძიება,[25] მაგრამ ჰიუიტი დამნაშავედ სცნეს თაღლითობაში და მიუსაჯეს პირობითი სასჯელი.[26][27] კენტის პოლიციამ ატკინსონს მოუხსნა ყველა ბრალდება და არავითარი დამატებითი ღონისძიება მის მიმართ არ განხორციელებულა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, ჯენის ატკინსონი დაქორწინებული იყო სტივი სმოლზე. მათ ჰყავთ ორი საერთო ვაჟი. სმოლმა, რომელსაც ბავშვების მეურვეობის უფლება მიანიჭეს განქორწინების შემდეგ, ატკინსონი გააკრიტიკა ალიმენტის გადაუხდელობის გამო 2014 წელს. აგრეთვე, სმოლმა მიმართა ბავშვთა მხარდაჭერის სააგენტოს, რათა ატკინსონი იძულებული გამხდარიყო გადაეხადა ალიმენტი.[28]

ჯენის ატკინსონის ამჟამინდელი მეუღლე არის ბანკირი საიმონი. 2019 წლის მარტში, ჯენის ატკინსონმა საზოგადოებას გაუმხილა, რომ მას დაუდგინდა ნუშისებრი ჯირკვლის სიმსივნე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Leclere, Matt. (2016-02-02) Janice Atkinson expenses investigation: Ex-Ukip MEP cleared by Kent Police after allegations into false claims at Margate pub. Kentonline.co.uk. ციტირების თარიღი: 2018-11-27
  2. Janice Atkinson: MEP to face no action over receipt claim. BBC News (2016-02-02). ციტირების თარიღი: 2018-11-27
  3. Janice Small – Conservative. Winsfordguardian.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 21 July 2016
  4. Conservatives and electoral reform. Opendemocracy.net (8 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 21 July 2016
  5. Tory Janice Small defects to UKIP in row over Europe. Spenboroughguardian.co.uk (10 October 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 21 July 2016
  6. Mason, Rowena (16 June 2015). „Ex-Ukip Janice Atkinson joins Le Pen-led EU group“. The Guardian. ციტირების თარიღი: 19 September 2016.
  7. Climate deniers: Ukip in bed with corporate America. Politics.co.uk (5 November 2014). ციტირების თარიღი: 21 July 2016
  8. McGrath, Brid (1998). A biographical dictionary of the membership of the Irish House of Commons 1640-1641 (thesis thesis) (ინგლისური). Trinity College (Dublin, Ireland). Department of History. hdl:2262/77206.
  9. Tom Pyman (23 May 2017). „Kent politician demands return of the death penalty following Manchester terror attack“. Kent News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 5 June 2017.
  10. Situation of fundamental rights in the EU in 2016.
  11. Sajid Javid refuses request to fly the Union Flag at all border posts as people leave and arrive in Britain. Janice Atkinson MEP (2018-08-09). ციტირების თარიღი: 2018-11-27
  12. Has Janice Atkinson Been Caught Out ?, Times diary, 15 May 2014, reprinted by Hope Not Hate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 26 May 2014
  13. „Controversy just follows some people around …“. Evening Standard. 15 May 2014. ციტატა: „Back in 2011, before her defection to Ukip, she was one of the few Tories to back the Alternative Vote system in the referendum on electoral reform. At a meeting held at AV HQ with senior executives on the campaign, she was wheeled out to persuade fellow Tories who were as yet undecided. Cue sharp intakes of breath when she calmly explained that she was supporting AV in part because she knew that had she been able to pick up second preferences from BNP supporters by communicating to them her support for elements of their platform, she would have won her seat.“
  14. „Ukip candidate slams protesters she swore at as 'fat' and 'a witch'. Your Canterbury. 19 May 2014.
  15. Francis, Paul. (11 May 2014) UKIP candidate Janice Atkinson defends claim Kent has no-go areas due to Eastern European gangs. Kent Online.
  16. Nicholas Watt. (2014-08-18) Ukip MEP apologises for insulting Thai supporter. The Guardian. ციტირების თარიღი: 2018-11-27
  17. UKIP MEP Janice Atkinson uses 'outrageous' term for Thai woman. BBC Online (18 August 2014).
  18. „UKIP leader Farage sorry for MEP Janice Atkinson's 'offensive' term“. BBC. 19 August 2014.
  19. Why did Janice Atkinson call someone a "Ting Tong"? - News Thing Interview. YouTube (2018-05-24). ციტირების თარიღი: 2018-11-27
  20. MEP behind Ukip's welfare policy chased for child support – Channel 4 News (19 December 2014). ციტირების თარიღი: 19 December 2014
  21. „Ukip MEP Janice Atkinson, who attacked 'feckless' welfare families, owes £2,000 in missed child support payments“. The Independent. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
  22. BBC News – Nigel Farage: UKIP Janice Atkinson allegations 'couldn't look worse'. BBC News (20 March 2015). ციტირების თარიღი: 21 March 2015
  23. Gallagher, Paul (20 March 2015). „Ukip's suspended members: Janice Atkinson joins long list as police investigate her expenses – Crime – UK – The Independent“. The Independent. ციტირების თარიღი: 21 March 2015.
  24. UKIP's Janice Atkinson expelled from party. BBC News (23 March 2015). ციტირების თარიღი: 23 March 2015
  25. „Janice Atkinson: MEP to face no action over receipt claim“. BBC News. BBC. 2 February 2016. ციტირების თარიღი: 19 September 2016.
  26. Hooper, Paul. (7 September 2016) Former Ukip MEP Janice Atkinson's aide Christine Hewitt, from Maidstone, sentenced for inflating meal receipt in Margate. Kent Online. ციტირების თარიღი: 17 November 2016
  27. „UKIP activist Christine Hewitt admits restaurant expense fraud - BBC News“. BBC News. 8 September 2016. ციტირების თარიღი: 17 November 2016.
  28. Rawlinson, Kevin (18 December 2014). „MEP behind Ukip's welfare policy chased for child support“. 4 News. ციტირების თარიღი: 8 September 2019.

სასარგებლო ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]