ჯემალ გუგუშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯემალ (ელგუჯა) სერგოს ძე გუგუშვილი (დ. 14 აპრილი, 1945, აბაშა) — ქართველი ზოოტექნიკოსი, სპორტის მოღვაწე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1994), სპორტის დამსახურებული მუშაკი (2002); საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კოპესპონდენტი (2003), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2013), სომხეთის სასოფლო–სამეურნეო აკადემიის საპატიო პროფესორი (2000).

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტი 1971 წელს. 1974-1987 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო და აკადემიურ თანამდებობაზე. 1998-2005 წლებში იყო ზოოტექიკურ-სავეტერინარო აკადემიის რექტორი. მისი კვლევის სფეროა მებოცვრეობის განვითარების პრობლემები. ამავდროულად მოღვაწეობა სპორტის სფეროში: 1994-1996 წლებში იყო საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთში, 2006–2007 — საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]