ჯეინ გუდოლი
ჯეინ გუდოლი (ინგლ. Jane Goodall; ნამდვილი სახელი — ვალერი ჯეინ მორის-გუდოლი, Valerie Jane Morris-Goodall; დ. 3 აპრილი, 1934, ლონდონი — გ. 1 ოქტომბერი, 2025, ლოს-ანჯელესი) — ბრიტანელი პრიმატოლოგი, ეთოლოგი და ანთროპოლოგი; ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი. ცნობილია ტანზანიაში გომბე-სტრიმის ეროვნულ პარკში შიმპანზეების ხანგრძლივი და დეტალური კვლევით.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალერი ჯეინ მორის-გუდოლი დაიბადა ლონდონში 1934 წელს. მამა იყო ბიზნესმენი, დედა — მწერალი-პროზაიკოსი. გუდოლის გადმოცემით, ცხოველებისადმი ინტერესი მამის მიერ ნაჩუქარმა სათამაშო შიმპანზემ გაუღვივა. 18 წლის ასაკში სწავლა შეწყვიტა და მუშაობა დაიწყო მდივნად და ასისტენტად კინოგადაღებებზე ვიდრე არ მიავლინეს აფრიკაში. იქ გუდოლი მუშაობდა პალეონტოლოგ და ანთროპოლოგ ლუის ლიკის დამხმარედ. ლიკისთან ურთიერთობის წყალობით 1960 წელს შეძლო ბანაკი დაედგა ტანზანიის გომბე-სტრიმის ნაკრძალში (შემდეგ ეროვნული პარკი), რათა დაკვირვებოდა ამ რეგიონში შიმპანზეების ქცევას. 1964 წელს ცოლად გაჰყვა მისი საქმიანობის გასაშუქებლად აფრიკაში ჩასულ ნიდერლანდელ ფოტოგრაფს და არისტოკრატს, ბარონ ჰუგო ვან ლავიკს (შემდეგ განქორწინდნენ). 1965 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტმა გუდოლს ეთოლოგიაში დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ამგვარად, ის იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც დოქტორის წოდება ბაკალავრის ხარისხის ფლობის გარეშე აქვს მიღებული. ხანმოკლე შესვენებების გარდა გუდოლი და მისი ოჯახი გომბეში 1975 წლამდე ცხოვრობდნენ. ის ხშირად ხელმძღვანელობდა ამ რეგიონში სხვა დოქტორანტების საველე სამუშაოებსაც. 1977 წელს მან კალიფორნიაში დააფუძნა ჯეინ გუდოლის ველური ბუნების კვლევის, განათლებისა და კონსერვაციის ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ ვაშინგტონში დაბინავდა. გუდოლი ასევე არის სხვა ინიციატივების ავტორი, მანვე 1991 წელს შექმნა ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროგრამა Jane Goodall’s Roots & Shoots.[28]
მრავალწლიანი მუშაობის შედეგად გუდოლმა შეძლო შიმპანზეების შესახებ არაერთი არასწორი შეხედულების შეცვლა. მან დაადასტურა, რომ ეს ცხოველები ყოვლისმჭამელი არსებები არიან, შეუძლიათ იარაღების შექმნა და გამოყენება და ავლენენ რთულ სოციალურ ქცევებს. გუდოლი არის არაერთი სამეცნიერო და საბავშვო წიგნისა და სტატიის ავტორი. მათ შორისაა ცნობილი „კაცთა ჩრდილქვეშ“ (In the Shadow of Man, 1971). თავისი აფრიკული საქმიანობა მან შეაჯამა წიგნში „გომბეს შიმპანზეები: ქცევის ტიპები“ (The Chimpanzees of Gombe: Patterns of Behavior, 1986). გუდოლმა შემდგომ წლებშიც განაგრძო მეცნიერული და საგანმანათლებლო მუშაობა გარემოს დაცვისა და კონსერვაციის პრობლემებზე. 2002 წელს გაერომ ის მშვიდობის ელჩად (ინგლ. UN Messenger of Peace) დაასახელა. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და საპატიო წოდება, მათ შორის, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი (2003). მისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ გადაღებულია რამდენიმე ფილმი, მათ შორის ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმი „ჯეინი“ (National Geographic-ის ფილემბის სტუდია, 2017).[28]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jane Goodall, renowned chimpanzee researcher and animal advocate, dies at 91 — NBC News, 2025.
- ↑ Edwards M. Jane Goodall, world-renowned primatologist, dies aged 91 — (untranslated), 2025. — ISSN 0261-3077
- ↑ 3.0 3.1 3.2 Schneider K. Jane Goodall Dead: Eminent Chimpanzee Expert Was 91 // nytimes.com — 2025.
- ↑ Peterson D. Jane Goodall: The Woman Who Redefined Man — Houghton Mifflin Harcourt, 2014. — გვ. 261. — ISBN 978-0-547-52579-2
- ↑ Jane Goodall: British ethologist
- ↑ 6.0 6.1 6.2 Who's who — (untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
- ↑ 7.0 7.1 7.2 https://people.com/human-interest/dr-jane-goodall-opens-up-about-2-marriages/
- ↑ 8.0 8.1 8.2 Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ Jane Goodall: 1996 William Procter Prize for Scientific Achievement — Sigma Xi.
- ↑ 1997 Tyler Laureates
- ↑ toddviola Jane Goodall | The Franklin Institute — 2014.
- ↑ Aguilera M. Scripps Nierenberg Prize Awarded to Renowned Primatologist Dr. Jane Goodall | Scripps Institution of Oceanography — 2004.
- ↑ Jane Goodall: 1990 Kyoto Prize Laureates
- ↑ J. Paul Getty Wildlife Conservation Prize: Dr. Jane Goodall, Tanzania, for her pioneering research on chimpanzees in the wild and her efforts to focus public attention on conservation. — ბუნების მსოფლიო ფონდი.
- ↑ Accolades | Jane Goodall
- ↑ Jane Goodall: Facultad de Veterinaria — მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი.
- ↑ Honorary Degree and President's Medal Recipients — მაიამის უნივერსიტეტი.
- ↑ http://www.iswg.org/awards/past-gold-medal-recipients
- ↑ Huxley Memorial Medal and Lecture Prior Recipients — Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland.
- ↑ https://www.leopoldina.org/en/about-us/distinctions-of-the-academy/medals/mendel-medal/
- ↑ Lintje voor Jane Goodall, die al 60 jaar strijdt voor apen en natuur — Nederlandse Omroep Stichting, 2023.
- ↑ https://zoek.officielebekendmakingen.nl/stcrt-2023-13070.html
- ↑ The Prizewinner 2017: Dr. Jane Goodall — Expo '90 Foundation.
- ↑ Sarpa S. Jane Goodall
- ↑ we must never give up: jane goodall tells york community — იორკის უნივერსიტეტი.
- ↑ House T. W. President Biden Announces Recipients of the Presidential Medal of Freedom — 2025.
- ↑ quirinale.it
- ↑ 28.0 28.1 Jane Goodall. Encyclopaedia Britannica. ნანახია 6 მარტი, 2020.