ჯეინ ალექსანდერი
ჯეინ ალექსანდერი | |
---|---|
ჯეინ ალექსანდერი 2008 წელს | |
დაბადების სახელი | ჯეინ ქვიგლი |
დაბადების თარიღი |
28 ოქტომბერი, 1939 ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება |
სარა ლოურენსის კოლეჯი ედინბურგის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1963-დღემდე |
მეუღლე(ები) |
რობერტ ალექსანდერი (იქ. 1962–74) ედვინ შერინი (იქ. 1975–2017) |
შვილ(ებ)ი | ჯეის ალექსანდერი |
ჯეინ ალექსანდერი (ინგლ. Jane Alexander; დ. 28 ოქტომბერი, 1939) — ამერიკელი მსახიობი და ავტორი. არის პრაიმტაიმ ემის ჯილდოს და ტონი ჯილდოს მფლობელი. ოთხჯერ არის ნომინირებული ოსკარზე, ხოლო სამჯერ ოქროს გლობუსის კინოპრემიაზე. 1993 წლიდან 1997 წლამდე იყო ამერიკული სააგენტოს, „National Endowment for the Arts”-ის თავმჯდომარე.
1969 წელს მონაწილეობა მიიღო ბროდვეის პროდუქციაში, „დიდი თეთრი იმედი“, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა ტონი პრემიით, საუკეთესო რჩეული მსახიობი ქალისთვის სპექტაკლში. გარდა ამ როლისა, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვა სპექტაკლებშიც, მათ შორისაა: „6 Rms Riv Vu“ (1972), „იგუანას ღამე“ (1988), „დები როზენსვეიგი“ (1993) და ღირსება (1998).
დიდი კარიერული წარმატება მოუპოვა ელეანორ ბექმენის როლმა ფილმში „დიდი თეთრი იმედი“ (1970), ამ როლის შესრულებით იგი გახდა ოქროს გლობუსის ნომინანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა ისეთ წარმატებულ ფილმებში როგორიცაა: ამერიკული პოლიტიკური ბიოგრაფიული დრამა „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ (1976), 1979 წლის ამერიკული დრამა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, და დრამა „აღთქმა“ (1983). ამ ფილმებში შესრულებული როლებისთვის იგი რამდენჯერმე ნომინირდა ოსკარზე. სულ მოგებული აქვს რვა ემის ჯილდო, 1976 წელს ელეანორ რუზველტის როლი ითამაშა ამერიკულ სატელევიზიო მინისერიალში, „რუზველტი და ელეანორი“, რომლითაც მან მოიპოვა მისთვის პირველი ემი ჯილდო. 1980 წელს ითამაშა ფილმში, „თამაში დროზე“, ხოლო 2005 წელს ფილმში, „თბილი წყაროები“, ამ გამორჩეული როლებისთვის, იგი ასევე ნომინირდა ემის ჯილდოზე.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკელი მსახიობი და ავტორი ჯეინ ალექსანდერი დაიბადა 1939 წლის 28 ოქტომბერს, ბოსტონში, მასაჩუსეტში, აშშ-ში. არის ექთნის, რუთ ელიზაბეთის და ორთოპედიული ქირურგის, თომას ქუიგლის შვილი.[1]
სწავლობდა სარა ლაურენსის კოლეჯში, ნიუ-იორკში, სადაც იგი ძირითადად კონცეტრირებული იყო თეატრზე, თუმცა, ამავდროულად სწავლობდა მათემატიკას, კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით. ახალგაზრდობისას სწავლობდა ედინბურგის უნივერსიტეტში, შოტლანდიაში, სადაც გაწევრიანდა ედინბურგის უნივერსიტეტის დრამატულ საზოგადოებაში. ამ გამოცდილების მიღების შემდეგ, ჯეინმა საბოლოოდ გადაწყვიტა სამსახიობო კარიერის გაგრძელება.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდერის პირველი შესრულებული როლი ბროდვეის თეატრში, იყო სენდი სთენდბი, რომელიც მან სპექტაკლში „ათასი კლოუნში“ ითამაშა. 1972 წლის 17 მარტს ითამაშა ხუთ აქტიან პიესაში, „შენი ცხოვრების დროება“. სპექტაკლი პირველად დაიდგა ლოს-ანჯელესში, „ჰანტინგტონ ჰერტფორდის თეატრში“. ჯეინმა სპექტაკლში ითამაშა ჰენრი ფონდასთან, გლორია გრეჰემთან, ლევის სტედლინთან, რონ ტომფსონთან, პეპერ მარტინთან და სხვა მსახიობებთან ერთად.[2][3] ელეანორ რუზველტის როლი ითამაშა ორ სატელევიზიო გადაღებაში, „ელეანორი და ფრანკლინი“ (1976) და „ელეანორი და ფრანკლინი: თეთრი სახლის წლები“ (1977). ირლანდიელ მსახიობთან, კენეთ ბრანასთან და ამერიკელ მსახიობთან, სინთია ნიქსონთან ერთად მონაწილეობა მიიღო 2005 წლის დრამატულ ბიოგრაფიაში, „თბილი წყაროები“, სადაც მან შეასრულა სარა დელანო რუზველტის როლი.
მოგვიანებით, რეიჩელ რობერტსთან ერთად ითამაშა სპექტაკლში, „ბავშვების წრე“ (1977), რომელიც დადგმულია მერი მაკკრაკენის ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით. მან ასევე ითამაშა ამავე სპექტაკლის გაგრძელებაში, „საყვარელი: ბავშვების წრე, ნაწილი 2“. 1980 წელს, ინგლისელ მსახიობთან, ვანესა რედგრეივთან ერთად ითამაშა CBS-ს ფილმში, „თამაში დროზე“, ამ როლის შესრულებისთვის ჯეინი დაჯილდოვდა ემის ჯილდოთი. 1986 წელს მან ასევე მონაწილეობა მიიღო კრიმინალურ დრამაში, სახელწოდებით „სისხლი და ორქიდეები“. 1987 წელს ამერიკელ მსახიობთან და პროდიუსერთან, ჯეიმზ ვუდსთან ერთად ითამაშა ვიეტნამის ომზე გადაღებულ ტრილერში, „სიყვარულსა და ომში“. მოგვიანებით, მან ასევე ითამაშა HBO-ს დრამატულ სერიალში სახელწოდებით, „მითხარი რომ გიყვარვარ“, სადაც ჯეინმა შეასრულა პროტაგონისტრის, დოქტორ მეი ფოსტერის როლი. 2007 წელს უმნიშვნელო როლი ითამაშა ამერიკულ საშინელებათაში, „ზარი“.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯეინ ალექსანდერი თავის პირველ მეუღლეს, რობერტ ალექსანდერს ნიუ-იორკში, 1960-იან წლებში შეხვდა. ამ დროს ორივე მათგანი თავიანთ სამსახიობო კარიერაზე მუშაობდნენ. წყვილი დაქორწინდა 1962 წელს, მათ 1964 წელს ეყოლა ვაჟი, ჯეის ალექსანდერი. ათწლეულის შემდეგ ისინი განქორწინდნენ. როდესაც ალექსანდერი პროდიუსერს და რეჟისორს ედვინ შერინს შეხვდა ვაშინგტონში, იგი რეგულარულად თამაშობდა სხვადასხვა თეატრში. მოგვიანებით შერინი და ჯეინი კარგი მეგობრები გახდნენ. პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, 1975 წელს ჯეინი დაქორწინდა შერინზე. ედვინ შერინი გარდაიცვალა 2017 წლის 4 მაისს, 87 წლის ასაკში.[4][5]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alexander, Jane (2000). Command Performance: An Actress in the Theater of Politics. New York: PublicAffairs. ISBN 1-891620-06-1.
- International Leadership Forum biography
- Lawson, Carol. "Howard Sackler, 52, Playwright Who Won Pulitzer Prize, Dead;" NYT (The New York Times). October 15, 1982. accessed September 8, 2006. (NOTE: payment required for full article, if retrieved online)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jane Alexander Biography (1939–). Filmreference.com. ციტირების თარიღი: June 19, 2010
- ↑ WorldCat. Worldcat.org. OCLC 611053954.
- ↑ Hollywood Beat. The Afro American (April 8, 1972). ციტირების თარიღი: January 22, 2012
- ↑ McNary, Dave (May 5, 2017). „'Law & Order' Director, DGA Official Ed Sherin Dies at 87“. Variety (ინგლისური). ციტირების თარიღი: May 7, 2017.
- ↑ Shanley, Patrick (May 5, 2017). „Edwin Sherin, Director of 'The Great White Hope' on Broadway and 'Law & Order,' Dies at 87“. The Hollywood Reporter (ინგლისური). ციტირების თარიღი: May 7, 2017.