ჯგუფი (გეოლოგია)
ჯგუფი, ერატემა — ზოგადი სტრატიგრაფიული სკალის ქვედანაყოფი, რომელიც აერთიანებს ერთი გეოლოგიური ერის განმავლობაში წარმოქმნილ ქანებს. ჯგუფი იყოფა სისტემებად. ამერიკულ გეოლოგიურ ლიტერატურაში ჯგუფი გულისხმობს ადგილობრივი სტრატიგრაფიული სკალის ქვედანაყოფს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე წყებას (ფორმაციას).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქსე, ტ. 11, გვ. 550, თბ., 1987