ერა (გეოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერადედამიწისა და მისი ორგანული სამყაროს ბუნებრივი განვითარების ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი. ერა წარმოადგენს გეოქრონოლოგიური სკალის ყველაზე დიდ ერთეულს, ერა დაყოფილია პერიოდებად. დროის ამ მონაკვეთში წარმოქმნილი ქანები ერთიანდება ჯგუფში. სულ გამოყოფილია 5 ერა: არქეული, პროტეროზოური, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური. ერების აბსოლუტური ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ყველაზე დიდია არქეული და პროტეროზოური ერები რომელთა საერთო ხანგრძლივობა 1,5 მლრდ. წელს აღემატება. სამი უკანასკნელი ერის ხანგრძლივობა შესაბამისად 325; 208; 67 მლნ. წელია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4 გვ., 171, თბ., 1979