წყება (გეოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წყება — ადგილობრივი სტრატიგრაფიული ქვედანაყოფების ძირითადი ერთეული; წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში წარმოქმნილ ნალექთა ერთობლიობას, რომელსაც გარკვეულ სტრატიგრაფიული დონე უკავია. წყების გამოყოფას მეტწილად საფუძვლად უდევს ნალექების ნივთიერი შემადგენლობა, ზოგჯერ — განახევრებულ ცხოველთა და მცენარეთა ნაშთების არსებობა. წყების საზღვრები ხშირად არ ემთხვევა ერთიანი სტრატიგრაფიული სკალის ერთეულის საზღვრებს. წყებას აქვს საკუთარი გეოგრაფიული სახელწოდება (მაგ., დუშეთის წყება). წყებას ყოფენ ქვეწყებად. რამდენიმე წყების ერთობლიობა ქმნის სერიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]