შინაარსზე გადასვლა

ჯაჭვური გადაცემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაჭვური გადაცემის ანიმაცია

ჯაჭვური გადაცემამექანიზმი, რომელშიც განსაზღვრული მანძილით დაცილებულ ლილვებს შორის გადაცემა ხორციელდება ჯაჭვურ კბილა თვალზე (ვარსკვლავაზე) შემოხვეული ჯაჭვით. ჯაჭვური გადაცემა შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე ჯაჭვური კონტურის მქონე (კონტურები განლაგებულია ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად ან დახრილად), 2-, 3- და მეტვარსკვლავიანი. არის ღია და დახურული. თუ დატვირთვა დიდია, იყენებენ მილისურ და პრეციზიულიმილისურ ჯაჭვებს, მცირე დატვირთვისას კი — კაუჭებიან ჯაჭვებს. ჯაჭვური გადაცემა კბილანური გადაცემასთან შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა დარტყმებისადმი, ლილვების არაზუსტი განლაგებისადმი, მაგრამ მისი მქკ უფრო დაბალია. ღვედური გადაცემისაგან განსხვავებით, ჯაჭვური გადაცემაში გამორიცხულია სრიალი, გადაცემის ფარდობა კი შედარებით მუდმივია, დამაკმაყოფილებლად მუშაობს, როგორც მაღალი, ისე დაბალი სიჩქარის და ტემპერატურის დროს. აქვს ნაკლიც: სვლის უთანაბრობა, გაზრდილი ვიბროაქტიურობა, ხმაური და სხვა.

ჯაჭვურ გადაცემას იყენებენ ველოსიპედებში, მოტოციკლებში, ლითონსაჭრელ ჩარხებში, სამშენებლო-საგზაო მანქანქებში და სხვაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]