მოტოციკლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოტოციკლი ტრიუმფი T110

მოტოციკლიძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს ორი ან სამი ბორბალი. მოტოციკლები გამოიყენება როგორც სამგზავოდ ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით. მოტოციკლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა მსოფლიოში, მათი საერთო რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 1000 ადამიანზე 33 მოტოციკლი მოდის. მოტოციკლების საერთო რაოდენობის 58% თავმოყრილია განვითარებად ქვეყნებში. ხოლო 33% იაპონიასა და აშშ–ში.

პირველი მოტოციკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მოტოციკლი შეიქმნა 1885 წელს გერმანიაში. გერმანელი გამომგონებლების: გოთლიბ დაიმლერის და ვილჰელმ მაიბახის მიერ. პირველი მოტოციკლი უსაფრთხოების კუთხით ველოსიპედისაგან არ განსხვავდებოდა.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ მსოფლიო ომამდე მოტოციკლების უმსხვილესი მწარმოებელი იყო ინდოეთი ოცი ათასი მოტოციკლი წელიწადში. 20-იან წლებში ეს პატივი გადავიდა ჰარლი-დევიდსონის ხელში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ BSA ჯგუფი გახდა უმსხვილესი მიმწოდებელი, 75000 მოტოციკლი წელიწადში.

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XXI საუკუნეში მოტოციკლების ინდუსტრიაში დომინირებს იაპონური მწარმოებლები, რომლებიც გარდა დიდი სიმძლავრის მოტოციკლებისა, ასევე უშვებენ მოტოციკლებს მცირე მოცულობის ძრავებით, დაახლოებით 300კ/ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]