შინაარსზე გადასვლა

კბილანური გადაცემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კბილანური გადაცემის ანიმაცია

კბილანური გადაცემამექანიზმი, რომელშიც ბრუნვითი მოძრაობა, ერთმანეთთან მოდებაში მყოფი კბილა თვალების საშუალებით ხორციელდება. კბილანური გადაცემის მექანიზმი არის ცილინდრული, კონუსური (იშვიათდ ბრტყელი კონუსური), კბილა-ხრახნული (ჭია, ჰიპოიდური და ხრახნული) და სხვა.

კბილანური გადაცემის მექანიზმის კერძო შემთხვევაა კბილანური ლარტყა გადაცემის მექანიზმი, რომელიც ბრუნვით მოძრაობას გარდაქმნის გადატანით მოძრაობად და პირიქით. კბილანური გადაცემის მექანიზმი შეიძლება იყოს გარე მოდების (როცა კბილა თვლებს კბილები გარე ზედაპირზე აქვს) და შიგა მოდების (როცა ერთ კბილა თვალზე კბილები შიგა ზედაპირზეა მოჭრილი). კბილანური გადაცემის მექანიზმი არის სწორკბილიანი და ირიბკბილიანი. პირველს იყენებენ მაშინ, როცა საჭიროა მცირე ან საშუალო სიჩქარით (20 მ/წმ-მდე) მუშაობა, მეორეს კი — საპასუხისმგებლო გადაცემებში, როცა მუშაობა მიმდინარეობს საშუალო ან მაღალი სიჩქარით; შევრონულკბილიანი მძიმე მანქანებში გადასცემს დიდ მომენტებსა და სიმძლავრეებს; წრიულკბილებიანს იყენებენ საპასუხისმგებლო კონუსური გადაცემებისათვის. კბილანური გადაცემის მექანიზმის გადაცემის რიცხვი მუდმივი სიდიდეა.

,

სადაც და არის წამყვანი კბილა თვლების, ხოლო და ამყოლი კბილა თვლების კუთხური სიჩქარე და კბილთა რიცხვი.

იშვიათად იყენებენ ისეთ კბილანური გადაცემის მექანიზმს, რომლის კბილა თვლები არაწრიული ცილინდრულია. ამ შემთხვევაში წამყვანი კბილათვლის სიჩქარე მუდმივია, ხოლო ამყოლისა მდოვრედ იცვლება. კბილანური გადაცემის მექანიზმს იყენებენ აგრეთვე სიმძლავრისა და წრიული ძალვების გადასაცემად. კბილანური გადაცემის მექანიზმის ღირსებაა მცირე გაბარიტები, მაღალი მქკ, დიდი ხანგამძლეობა და საიმედოობა, მცირე დატვირთვა ლილვებზე. კბილანური გადაცემის მექანიზმს გააჩნია ნაკლიც: საჭიროებს დიდ სიზუსტეს დამზადებისას და მუშაობის დროს ხმაურობს. ამასთან, საერთო ნორმალი (მოდების წირი) კბილა თვლების პროფილებთან შეხების ნებისმიერ წერტილში მოდების პოლუსზე უნდა გადიოდეს. ცილინდრული გადაცემის მექანიზმისათვის მოდების პოლუსად ითვლება კბილების შეხების წერტილი საწყის წრეხაზზე, რომელიც დაახლოებით კბილების შუაში გადის (ამ ხაზზე კბილა თვლები სრიალის გარეშე ერთმანეთზე მოგორდებიან). კბილის პროფილი შეიძლება იყოს ევოლვენტური, ცილინდრული ან სხვა მრუდით შემოწერილი. კარგი საექსპლუატაციო და ტექნოლოგიური თვისებების გამო უფრო გავრცელებულია ევოლვენტური მოდების კბილანური გადაცემის მექანიზმი. მისი უპირატესობებია: კბილთა სხვადასხვა რიცხვის მქონე კბილა თვლების ერთი იარაღით დამუშავების შესაძლებლობა; შეიძლება ერთმანეთთან მოდებაში შევიდეს ერთი და იმავე მოდულის კბილა თვლები კბილთა რიცხვისაგან დამოუკიდებლად; ცენტრთაშორის მანძილის ცვლილებისადმი მცირედ მგრძნობიარეა; კბილების კონტაქტი მოდების პოლუსზე ძირითადი წრეხაზების მხებად გამავალ მოდების წირზე ხდება. ძირითადი წრეხაზების დიამეტრები და შემდეგი ტოლობებიდან განისაზღვრება:

და ,

სადაც მოდების კუთხეა. სწორკბილიანი ცილინდრული კბილა თვლებისათვის . კბილანური მოდების ძირითადი პარამეტრია მოდული , რომელიც წარმოადგენს კბილა თვლის დამყოფი წრეხაზის დიამეტრის -ს ფარდობას კბილთა რიცხვთან. არაკორექტირებული ევოლვენტური მოდებისათვის საწყისი და დამყოფი წრეხაზები ერთმანეთს ემთხვევა:

d1=dდ1=mz1 და d2=dდ2=mz2.

ირიბკბილა თვლებში საწყის კონტურად მიღებულია კბილის ხაზის ნორმალური კვეთი. კონუსურ კბილა თვლებში საწყისი ცილინდრი შეცვლილია საწყისი კონუსებით. კბილების პროფილები დაახლოებით კბილების გვერდითი ზედაპირების დამატებითს კონუსებთან გადაკვეთის ხაზებია. დამატებითი კონუსები საწყისი კონუსების თანაღერძულია, მაგრამ მათი მსახველები საწყისი კონუსების მსახველების მართობულია. ევოლვენტური მოდების გაუმჯობესება შეიძლება კორექტირებით (კბილის შესწორებით, ე. ი. მისი სიმაღლის ან კუთხის შემცირებით, იშვიათად — გაზრდით). საათის მექანიზმებსა და ზოგჯერ სხვა ხელსაწყოებში იყენებენ ციკლოიდური მოდების მექანიზმსაც. მძიმე მანქანებში ევოლვენტური მოდების მექანიზმთან ერთად იყენებენ მ. ნოვიკოვის წრიულხრახნული მოდების მექანიზმს. ამ კბილანურ გადაცემის მექანიზმში კბილების პროფილი შემოწერილია წრის რკალებით (კბილები ირიბია). ერთი კბილა თვლის ამოზნექილი კბილი კონტაქტში შედის მეორის ჩაზნექილ კბილთან. საწყისი შეხება წერტილშ ხდება. შეხების წერტილები გადაადგილდება არა კბილების სიმაღლეზე, არამედ ღერძული მიმართულებით. მოდების ხაზი თვლების ღერძების პარალელურია. ასეთი კბილანური გადაცემის მექანიზმს შეუძლია დიდი დატვირთვების ატანა, ზეთის კარგად დაჭერა, ამასთან, იგი მცირე კბილთა რიცხვის მქონე კბილა თვლების გამოყენების საშუალებას იძლევა, რის გამოც შესაძლებელია დიდი გადაცემის ფართობის მიღება და სხვა.

კბილანური გადაცემის მექანიზმისათვის გათვალისწინებულია სიზუსტის 12 ხარისხი, რომლებსაც კბილანური გადაცემის მექანიზმის დანიშნულებისა და მუშაობის პირობების მიხედვით შეარჩევენ. კბილანური გადაცემის მექანიზმს ამზადებენ უმეტესად თერმულად ან ქიმიურ-თერმულად დამუშავებული საკონსტრუქციო ნახშირბადიანი ლეგირებული ფოლადისაგან, იშვიათად თუჯისა და პასტმასისაგან. კბილანური გადაცემის მექანიზმის სიმტკიცეზე ანგარიშობენ საშიშ კვეთში ღუნვითი დაძაბულობისა და კონტაქტური დაძაბულობის მიხედვით. კბილანური გადაცემის მექანიზმის გამოყენება შეიძლება, როგორც ცალკე, ისე სხვა ელემენტებთან ერთად რედუქტორებში, ამძრავებში (მუშა ლილვის სიჩქარის სარეგულირებლად), პლანეტარულ და დიფერენციალურ მექანიზმებში და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]