ჯაღმიანის კვირაცხოვლის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაღმიანის კვირაცხოვლის ნიში — არიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაღმიანში.

კვირაცხოვლის ნიში მდებარეობს ნასოფლარ ჯაღმიანის ტერიტორიაზე. ჯაღმიანთ ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით 40 მეტრში. მთის დამრეც რელიეფზე ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე ვერტიკალურად აღმართულ ერთიან მასიურ ანდეზიტის ქვაში, ერთი მხრიდან ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა მთელ სიგრძეზე. სიმაღლეში ქვის ფილა დაახლოებით 70 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე 40 სანტიმეტრი. ქვა ჩასმულია ბაზალტის ბრტყელ სადგამზე გამოთლილ უმბონივით ამოზიდულ ფოსოიან ბუდეში. ჯვრის ქვედა მკლავი ბოლოსკენ გაფართოებულია. დანარჩენი მკლავები თითქმის თანაბარი ზომისაა. კვირაცხოვლის ხატის გვერდით სასანთლე ნიშია გამართული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35056