ჯანსუღ ღვინჯილია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯანსუღ ღვინჯილია
დაბ. თარიღი 14 ოქტომბერი 1940(1940-10-14)
დაბ. ადგილი დიმი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 27 თებერვალი 2001(2001-02-27) (60 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული ენა
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო

ჯანსუღ ღვინჯილია (დ. 14 ოქტომბერი, 1940 — გ. 27 თებერვალი, 2001) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში 1940 წლის 14 ოქტომბერს. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1965 წელს, 1982 წლიდან ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი იყო. მისი პირველი წიგნია „კრიტიკული წერილები“ (1974 წ.), მასვე ეკუთვნის წიგნები: „მდინარება“ (1975), „წერილები“ (1977), „ზომიერების გრძნობა თანამედროვე ქართულ კრიტიკულ აზროვნებაში“ (1979), „ტრადიცია და თანამედროვენი“ (1982), „პოეტური ენერგია“ (1983), „გიორგი სააკაძის პიროვნება“ (1980), „სული აღმაშენებელი“ (1985).

2001 წლის 27 თებერვალს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჭაბუა ამირეჯიბის საიუბილეო საღამო უნდა გამართულიყო. საღამო რიხით და თუთაშხიას ემოციებით დაიწყო, თუმცა, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა. სცენაზე, მიკროფონთან, ყველას თვალწინ ჯანსუღ ღვინჯილიას მოჭარბებული მღელვარებისგან გული გაუჩერდა. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თანმყოლი სამედიცინო პერსონალი უძლური აღმოჩნდა და ყველაფერი მყისიერად დასრულდა, ჯანსუღ ღვინჯილია ტრანსპორტირებისას, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]