შინაარსზე გადასვლა

ჯანდაცვა ტაილანდში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაილანდი, ბანგკოკი, ბუმრუნგრადის საერთაშორისო საავადმყოფოს კამპუსი

ჯანდაცვა ტაილანდში— მომსახურების სისტემა, რომელიც ხორციელდება ტაილანდის სამედიცინო დაწესებულებების მიერ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტაილანდს აქვს "ჯანმრთელობის განვითარების ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია". ტაილანდის თანამედროვე მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფუძემდებლად ითვლება მაჰიდოლ ადულიადეი. თანამედროვე ჯანდაცვის სისტემა ტაილანდის მოქალაქეებისთვის დაარსდა 2002 წლიდან. ქვეყანაში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელია.

ქვეყანაში ჯანდაცვას და სამედიცინო მომსახურებას ჯანდაცვის სამინისტრო მართავს, ხოლო ქვეყნის ჯანმრთელობის ყოველწლიური ხარჯები მშპ-ს 4,3 %-ს შეადგენს (2009 წ.).[1][2]

მედიცინა დაკავებულია სამხრეთ ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ისეთი ინფექციური დაავადებების მკურნალობით, როგორიცაა: მალარია, ტუბერკულოზი, შიდსი, საგზაო შემთხვევები და მათი შედეგები.[3]

ბანგკოკის უძველესი და უდიდესი სირირაჯის საავადმყოფო აგრეთვე პირველი სამედიცინო კოლეჯის სასწავლო საავადმყოფო.
სირირაჯის საავადმყოფო ბანგკოკში

ტაილანდში სამედიცინო მომსახურების უმეტესი ნაწილი სახელმწიფო სექტორში ხორციელდება, რომელიც მოიცავს 1002 საავადმყოფოს და 9765 სამედიცინო პუნქტს.[4]

საყოველთაო სამედიცინო მომსახურება ხორციელდება სამი პროგრამით: საზოგადოებრივი კეთილდღეობის სამსახური მთავრობის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სოციალური დაცვა კერძო სექტორის მუშაკებისთვის და მოსახლეობის  საყოველთაო სამედიცინო დახმარება, რომელიც ხელმისაწვდომია ტაილანდის ყველა სხვა მოქალაქისთვის. კერძო საავადმყოფოების უმეტესობას აფინანსებენ როგორც თავად პაციენტები, ასევე დაზღვევის სისტემა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ტაილანდის მოსახლეობის 99,5 პროცენტს ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს. ჯანდაცვის სამინისტრო კურირებს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ პოლიტიკას, ისევე როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაწესებულებების უმეტესობას. ეროვნული სამედიცინო უსაფრთხოების განყოფილება (NHSO) აფინანსებს სამედიცინო მომსახურების პოლიტიკას. ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სხვა სახელმწიფო უწყებებია ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტი (HSRI), ტაის ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფონდი ("ThaiHealth"), ეროვნული სამედიცინო კომისიის ფილიალი (NHCO) და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ინსტიტუტი. ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს სამედიცინო დაწესებულებების უმეტეს ნაწილს. ჯანდაცვის დაფინანსების ძირითადი ნაწილი მთავრობის წყაროებიდან მოდის. ჯანმოს მონაცემებით, 2004 წელს ჯანმრთელობის ხარჯების 65 % ფინანსდება მთავრობის მიერ, ხოლო 35 % კერძო სექტორის მიერ.[5][6]

მაჰიდოლ ადულიადეის ქანდაკება სირირაჯის საავადმყოფოს წინ

2009 წელს ყოველწლიურად ჯანდაცვის ხარჯები ერთ ადამიანზე $ 345 იყო. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მთლიანი დანახარჯი დაახლოებით 4,3 %-ს შეადგენს. ამ თანხიდან 75,8 პროცენტი მთავრობის დაფინანსებულია, ხოლო 24,2 % კერძო სექტორის მიერ. ქვეყანაში 2,98 ექიმი ცხოვრობს 10 000 ადამიანზე (2004), 22 საავადმყოფო საწოლზე 100 000 ადამიანზე (2002).

2008 წელს მოსახლეობის 81 პროცენტმა გამოიყენა კონტრაცეფცია, 99 პროცენტმა — სამეანო მომსახურება, ერთი წლის ასაკის ბავშვთა 98 პროცენტმა მიიღო წითელას ვაქცინა, ტუბერკულოზის ღია ფორმის წარმატებული მკურნალობის შედეგი იყო 82 %.

ტაილანდის საავადმყოფოების უმეტესობას ჯანდაცვის სამინისტრო მართავს. 2010 წლის მონაცემებით, ტაილანდში იყო 1002 სახელმწიფო და 316 კერძო საავადმყოფო.

საავადმყოფოები შემდეგნაირად კლასიფიცირდება:

  • პროვინციულ ცენტრებში (โรงพยาบาลศูนย์) რეგიონულ საავადმყოფოებში განთავსებულია მინიმუმ 500 საწოლი და სპეციალისტების სრული შემადგენლობა.
  • საერთო პროფილის საავადმყოფოები (โรงพยาบาลทั่วไป) მსხვილ რაიონებში 200-დან 500-მდე საწოლით.
  • საავადმყოფოები (โรงพยาบาลชุมชน) რაიონულ დონეზე. მათი კლასიფიკაცია ხდება საწოლების რაოდენობით:
  • დიდ სახელმწიფო საავადმყოფოებში 90-დან 150 საწოლია განთავსებული.
  • საშუალო ზომის საავადმყოფოები, რომელთა ტევადობაა 60 საწოლი და მეტი.
  • მცირე საავადმყოფოები, რომელთა ტევადობაა 10-დან 30 საწოლი.
ბან ნას რაიონის, ნახონ ნაიოკის პროვინციის ადგილობრივი საავადმყოფო

ტაილანდის მთავარ საავადმყოფოებში შედის: „ბურმუნგრადის“ საერთაშორისო კლინიკა, 16 საავადმყოფოს ჯგუფი „ბანგკოკ ჰოსპიტალს გრუპ“, საავადმყოფოების ქსელი „სამიტივეი“  და ა.შ. უცხოელთათვის საავადმყოფოებში მკურნალობის ღირებულება დასავლეთ ევროპასთან შედარებით იაფია. ეს ხელს უწყობს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ტაილანდში.[7][8]

ქვეყანაში სიკვდილიანობა 15-დან 59-წლამდე ასაკის მოზრდილ ადამიანებზე შეადგენს 205-ს 1000. ხუთ წლამდე ასაკში ბავშვთა სიკვდილიანობა 14-ს შეადგენს ყოველ 1000 დაბადებულზე. დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 48 ყოველ 100 000 ახალშობილზე (2008). მოსახლეობის 24 % იტანჯება ინფექციური დაავადებებით, 55 % — არაგადამდები დაავადებებით, 22 % — ჭრილობებით და დაზიანებებით (2008).

სიცოცხლის ხანგრძლივობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ტაილანდში მამაკაცებში 71 წელია, ხოლო ქალებში — 78.[3]

ინფექციური დაავადებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფექციური დაავადებებიდან ტაილანდში ძირითადად გავრცელებულია ბაქტერიული დიარეა, ჰეპატიტი, დენგეს ცხელება, მალარია, იაპონური ენცეფალიტი, ცოფი და ლეპტოსპიროზი. ტუბერკულოზით დაავადებულია 100 000-დან ტუბერკულოზით დაავადებულია 189 ადამიანი.[9][10][11][12]

აივ ინფექცია / შიდსი პირველად ტაილანდში 1984 წელს დაფიქსირდა, 2008 წელს ქვეყანაში 1 115 415 ადამიანი დაინფიცირდა. 2009 წელს მოზრდილ მოსახლეობაში აივ ინფექციის გავრცელება შეადგენდა 1,3 %-ს. ეს არის აივ ინფექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიაში.[13]

მოზარდთა ფეხმძიმობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს ტაილანდში დაახლოებით 334 ბავშვი დაიბადა 15-დან 19 წლამდე დედებისგან.[14][15]

ჰაერის დაბინძურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ტაილანდში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 31 000 ადამიანიდან (1990 წ.)  49 000-მდე (2013 წ.).[16][17]

  1. Thailand-Country cooperation strategy: At a glance" (PDF). World Health Organization. May 2014. Retrieved 6 October 2016.
  2. "Thailand-Country cooperation strategy: At a glance" (PDF). World Health Organization. May 2010. Retrieved 21 December 2011.
  3. 3.0 3.1 "Thailand - Country health profile" (PDF). Global Health Observatory. World Health Organization. Retrieved 21 December 2011.
  4. Otage, Stephen (12 February 2019). "Uganda: What Uganda Can Learn From Thailand's Medical Tourism". Daily Monitor. Kampala. Retrieved 15 February 2019.
  5. "Thailand: Sustaining Health Protection for All". World Bank Thailand. Archived from the original on 3 September 2012. Retrieved 29 August 2012.
  6. G20 Health Care: "Health Care Systems and Health Market Reform in the G20 Countries." Prepared for the World Economic Forum by Ernst & Young. January 3, 2006.
  7. Noree, Thinakorn; Hanefeld, Johanna; Smith, Richard (2016). "Medical tourism in Thailand: a cross-sectional study" (PDF). Bulletin of the World Health Organization. 94: 30–36. Retrieved 15 February 2019.
  8. "Map of Health Districts in Thailand"[მკვდარი ბმული] (ტაილ.) (PDF).
  9. "Alert all to dengue threat" (Opinion). Bangkok Post. 21 June 2019. Retrieved 2 August 2019.
  10. "Dengue infections highest in five years – Department of Disease Control". Thai PBS. 11 July 2019. Retrieved 2 August 2019.
  11. Shukla, Shobha; Ramakant, Bobby (24 April 2019). "Thailand's fight to eliminate malaria by 2024". Bangkok Post. CNS. Retrieved 2 August 2019.
  12. WHO news
  13. Pongphon Sarnsamak (25 November 2008). "More teenaged girls getting HIV infection". The Nation. Archived from the original on 26 November 2014. Retrieved 17 June 2013.
  14. Setboonsarng, Chayut (20 February 2020). "Thai court says anti-abortion laws unconstitutional"[მკვდარი ბმული]. Reuters. Retrieved 21 February 2020.
  15. Editor4 (1 December 2016). "Sex education strengthens sexual discrimination in Thailand". Prachatai English. Retrieved 4 December 2016.
  16. The Cost of Air Pollution: Strengthening the Economic Case for Action (PDF). Washington DC: World Bank and Institute for Health Metrics and Evaluation. 2016. p. 101. Retrieved 8 December 2016.
  17. Buakamsri, Tara (8 December 2016). "Our silent killer, taking a toll on millions" (Opinion). Bangkok Post. Retrieved 8 December 2016.