ჯამუ (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ჯამუ
ჰინ. जम्मू
ინგლ. Jammu
ურდუ جموں
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 32°44′00″ ჩ. გ. 74°51′00″ ა. გ. / 32.73333° ჩ. გ. 74.85000° ა. გ. / 32.73333; 74.85000
ფართობი 112 კმ²
ცენტრის სიმაღლე 327±1 მეტრი
მოსახლეობა 502 197
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 191
საფოსტო ინდექსი 180001
საავტომობილო კოდი JK02
ოფიციალური საიტი http://jammu.nic.in/
ჯამუ (ქალაქი) — ინდოეთი
ჯამუ (ქალაქი)

ჯამუ ― ქალაქი ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ჯამუ და ქაშმირის მოკავშირე ტერიტორიაში, ქაშმირის სადავო რეგიონში. ჯამუ და ქაშმირის ზამთრის დედაქალაქი. ჯამუს ოლქის ცენტრი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე ტავის ნაპირებზე. ქლააქის ფართობი 240 კმ²-ია. [1] ჩრდილოეთიდან ჰიმალაებითაა გარშემორტყმული, ხოლო სამხრეთიდან ინდ-განგის ვაკე ესაზღვრება. ჯამუ მოკავშირე ტერიტორიის მასშტაბით მეორე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ანტიკური ტაძრებისა და ინდუისტური სალოცავების სიმრავლის გამო ცნობილია როგორც „ტაძართა ქალაქი“.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი გადმოცემის თანახმად, ჯამუს სახელი ეწოდა ქალაქის დამფუძნებლის, რაჯა ჯამბულოჩანის პატივსაცემად, რომელიც ამ ტერიტორიას IX საუკუნეში მართავდა.[2] ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, ქალაქი 3 000 წლისაა, თუმცა ისტორიკოსები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ.[3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯამუს ხეობა

ჯამუს კოორდინატებია: ჩრდ. 32.73° განედი და აღმ. 74.87° გრძედი.[4] ქალაქი ზღვის დონიდან საშუალოდ 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ჯამუ სივალიკის მთების არაერთგვაროვან დაბალ ქედებზეა გაშლილი. ჩრდილოეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან სივალიკის მთები ესაზღვრება, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან ტრიკუტის მთებითაა შემოსაზღვრული. ქვეყნის დედაქალაქ ნიუ-დელიდან დაახლოებით 600 კმ-ითაა დაშორებული.

ქალაქი მდინარე ტავიზეა გაშლილი. ძველი ჯამუ მდინარის ჩრდილოეთით (მარჯვენა სანაპირო) მდებარეობს, ხოლო ახალი ნაწილი სამხრეთ ნაწილშია (მარცხენა სანაპირო) გაშლილი. მდინარეზე ხუთი ხიდია.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერის მიხედვით,[5] ჯამუს მოსახლეობა 502 197 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 52.7% კაცია, ხოლო 47.3% ― ქალი. სქესობრივი თანაფარდობა: 1 000 კაცზე 898 ქალი მოდის, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე (940) ნაკლებია. წერა-კითხვის ცოდნის დონე 89.66%-ია, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე (74.4%) მაღალია: მამაკაცებს შორის ― 93.13%, ხოლო ქალებს შორის ― 85.82%. მოსახლეობის 8.47% 6 წლამდე ასაკის იყო. ჯამუს ურბანული აგლომერაციის მოსახლეობა 657 314 ადამიანს შეადგენს.[6] ჯამუ და ქაშმირის ინდუსები ჯამუს რეგიონში ცხოვრობენ. დიდი ნაწილი დოგრიზე საუბრობს.[7]

მუსლიმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯამუს ხედი

ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფამდე ჯამუში დიდი რაოდენობით მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობდა. 1941 წლის აღწერის მიხედვით, მუსლიმები მოსახლეობის 30.4%-ს შეადგენდნენ.[8] 1947 წლის ჯამუს ხოცვა-ჟლეტის დროს, რომელიც წინ უძღოდა და გაგრძელდა ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომის დროს, მრავალი მუსლიმი დაიღუპა და ბევრიც პაკისტანში გაიქცა. პროვინციის მასშტაბით 20 000-დან 100 000-მდე მუსლიმი მოკლეს. მუსლიმებს ექსტრემისტი ინდუსები და სიქჰები ხოცავდნენ, რომელთაც „მოხალისეთა ეროვნული ორგანიზაცია“ (Rashtriya Swayamsevak Sangh) ხელმძღვანელობდა, შტატი და მაჰარაჯა ჰარი სინგჰი კი მხარს უჭერდა და აქეზებდა.[9][10][11]

ძალადობისა და მიგრაციის შედეგად, 1961 წლისთვის, ჯამუში მუსლიმი მოსახლეობის წილი 17.2%-მდე შემცირდა.[12][13] მუსლიმებმა სიალკოტის ოლქსა და პაკისტანის პენჯაბის სხვა ნაწილებს შეაფარეს თავი. პენჯაბში (პაკისტანი) მცხოვრები ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის: პოლიტიკოსი ჩაუდრი ამირ ჰუსაინი, ეკონომისტი მაჰბუბ ულ-ჰაქი, ჟურნალისტი ხალიდ ჰასანი და მომღერალი მალიქა პუხრაჯი, ჯამუდან იყვნენ.[14] ლტოლვილთა ნაწილი მოგვიანებით კვლავ დაბრუნდა ჯამუში.[15][16]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი ტურიზმს უკავია. ჯამუ პოპულარულია პილიგრიმებს შორის, რომლებიც ვაიშნო დევისა და ქაშმირის ხეობისკენ მიიწევენ, რადგანაც ჩრდილოეთ ინდოეთის მასშტაბით ბოლოდან მეორე სარკინიგზო ტერმინალი სწორედ ჯამუში მდებარეობს. ქაშმირისკენ, პუნჩის, დოდასა და ლადახისკენ მიმავალი ყველა გზა ჯამუში იწყება. წლის მანძილზე ქალაქში მთელი ინდოეთიდან ჩადიან. ტურისტული დანიშნულების ადგილებს შორისაა: მუბარაქ მანდის სასახლე, პურანი-მანდი, რანის პარკი, ამარ მაჰალი, ბაჰუს ფორტი, რაგჰუნათის ტაძარი, რანბირესვარის ტაძარი, ქარბალა, ძველი ქალაქი და სხვ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Jammu City.
  2. „Priya Sethi lays foundation stone of statue of Jambu Lochan“. Daily Excelsior. 1 August 2016. ციტირების თარიღი: 16 April 2019.
  3. Kapur, History of Jammu and Kashmir State 1980, p. 9.
  4. Maps, Weather, and Airports for Jammu, India.
  5. Jammu Municipal Corporation Demographics. Census of India. ციტირების თარიღი: 25 April 2017
  6. Jammu & Kashmir (India): State, Major Agglomerations & Cities – Population Statistics in Maps and Charts. City Population. ციტირების თარიღი: 25 April 2017
  7. „Jammu and Kashmir“. Encyclopædia Britannica. 21 May 2023.
  8. Wreford, R.G.. Jammu and Kashmir. 1941 Census of India გვ. 102,103.
  9. Ved Bhasin (17 November 2015). „Jammu 1947“. Kashmir Life. ციტირების თარიღი: 4 June 2017.
  10. Chattha, Partition and its Aftermath 2009, p. 182, 183.
  11. Singh, Amritjit; Iyer, Nalini; Gairola, Rahul K. (15 June 2016) Revisiting India's Partition: New Essays on Memory, Culture, and Politics (en). Lexington Books, გვ. 149. ISBN 9781498531054. 
  12. Kamili, H.M.. Jammu and Kashmir, District Census Handbook, 7, Jammu District. 1961 Census of India. Jammu and Kashmir Government.
  13. Luv Puri, Across the Line of Control 2012, p. 30.
  14. Luv Puri, Across the Line of Control 2012, pp. 3, 31.
  15. Saraf, Kashmiris Fight for Freedom, Volume 2 2015, p. 481: "Towards the middle of 1949, a movement for return started on a small scale which gained momentum by the end of 1950. A fair estimate of the returnees is about a hundred thousand. Sheikh Abdullah's Government re-settled them on their abandoned properties, advanced taqqavi loans and appointed a special staff to look after their problems."
  16. Jammu & Kashmir, 1947–50: An Account of Activities of First Three Years of Sheikh Abdullah's Government, Printed at the Ranbir Government Press, 1951, p. 90, https://books.google.com/books?id=jjHHO3z_1_wC