ჯამანთაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯამანთაუ
კოორდინატები: 40°55′00″ ჩ. გ. 74°35′00″ ა. გ. / 40.91667° ჩ. გ. 74.58333° ა. გ. / 40.91667; 74.58333
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
სიმაღლე 4718 
სიგრძე 70 კმ
ჯამანთაუ — ყირგიზეთი
ჯამანთაუ

ჯამანთაუ — ქედი ტიან-შანში, ჩათირქოლის ტბის ჩრდილო-დასავლეთით, ყირგიზეთში. დასავლეთით ესაზღვრება ფერღანის ქედი. სიგრძე დაახლოებით 70 კმ, სიმაღლე 4718 მ-დე. აგებულია დანალექი და მეტამორფული ქანებით. სამხრეთის კალთა ციცაბოდ ეშვება არფის ხეობაში. ჩრდილოეთის კალთა დამრეცია. კალთები შემოსილია გამეჩხრებული სტეპის მცენარეულობით, ზევით მაღალი მთის მდელოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]