ჯავშნიანი ტკიპები
იერსახე
ჯავშნიანი ტკიპები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Phthiracarid | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Oribatida | ||||||||||||
|
ჯავშნიანი ტკპები (ლათ. Oribatida) — ობობასნაირთა ქვერიგი Acariformes-ის რიგისა. მათი ჯავშანი დახშული სკლეროტიზებული კაფსულაა, რომელსაც აქვს ხუფიანი ხვრელები (სასქესო, ანალური და პირის ორგანოებისა). სქესმოუმწიფებელ ფაზებს (მატლი, ნიმფა) რბილი საფარველი აქვთ, სუნთქავენ კანით, ბინადრობენ ნიადაგის ზედა ფენებში. სქესმწიფე ჯავშნიანი ტკიპები დაფარული არიან ჯავშნით, სუნთქავენ ტრაქეებით, ბინადრობენ ნიადაგის ზედაპირზე, ახასიათებთ ვერტიკალური მიგრაცია ტენისა და ტემპერატურის ცვლილების დროს. ჯავშნიანი ტკიპები სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ჰელმინთოზების გამომწვევი თასმისებური ჭიების (ოჯახი Anoplocephalidae) შორისული მასპინძელია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 531.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Willkommen in der Welt der Hornmilben (Oribatida) - Global Biodiversity Information Facility (ინგლისური)