შინაარსზე გადასვლა

ჯადსონ ფილიპსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯადსონ ფილიპსი
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1903(1903-08-10)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ნორთფილდი
გარდაცვალების თარიღი 7 მარტი, 1989(1989-03-07)[1] [2] [3] (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი კანაანი
ფსევდონიმი Philip Owen[4] და Hugh Pentecost[4]
საქმიანობა მწერალი[5] [6] და რომანისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[7] [8]
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი
ჟანრი დეტექტივი
ჯილდოები ედგარის პრემია და Nero Award

ჯადსონ პენტიკოსტ ფილიპსი (ინგლ. Judson Philips; დ. 10 აგვისტო, 1903 მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტფილდი — გ. 7 მარტი,1989) — ამერიკელი „მაგარი დეტექტივის“ ცნობილი წარმომადგენელი.

მწერალი 1903 წლის 10 აგვისტოს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტფილდში დაიბადა. მამამისი, არტურ ფილიპსი, ოპერის მომღერალი იყო. დედამისი, ფრედერიკა, მსახიობი. ბიძა, ჰიუ პენტიკოსტი, XX საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკში წარმატებული ადვოკატი იყო. სწორედ გამოჩენილი ბიძის სახელი აირჩია მწერალმა ფსევდონიმად თავისი სამწერლო კარიერის დასაწყისში.

მწერალმა თავისი ნამდვილი გვარი 1969 წელს დაწერილ დეტექტივების სერიაში გამოიყენა, რომლის მთავარი გმირი მოყვარული დეტექტივი, ჟურნალისტი პიტერ სტაილზია. დეტექტივების ოსტატი ამერიკის დეტექტიური მწერლების ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 1973 წელს, მისი პირველი ნაწარმოების დაბეჭვდიდან 50 წლის იუბილეზე, ასოციაციის უმაღლესი პრემიით დაჯილდოვდა. 1982 წელს მისი შემოქმედება ნერო ვულფის პრემიით აღინიშნა.

ფილიპსის დეტექტივების მთავარი გმირები იშვიათად არიან პროფესიონალი მაძებრები. საშინლად ჩახლართული საქმეების ძიებას მის შემოქმედებაში კეთილშობილი და უშიშარი ადამიანები ეწევიან: ჟურნალისტები, მხატვრები, სარეკლამო აგენტები და სხვა.

ჯადსონ ფილიპსი თხრობის შესანიშნავი მანერით გამოირჩევა. მისი გმირები, მხიარული, ლამაზი, ენერგიული ადამიანები არიან, რომლებიც თითქოს ჩვენ შორის ცხოვრობენ. ალბათ სწორედ ამით აიხსნება მთელ მსოფლიოში მკითხველთა უზომოდ დიდი ინტერესი ფილიპსის დეტექტივების მიმართ, რომელიც მწერლის სიკვდილის შემდეგაც არ განელებულა.

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 5, თბილისი, 2010.