შინაარსზე გადასვლა

ჯაბართი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალ-ჯაბართი აბდ ალ-რაჰმან ჯაბართი, (დ. 1753 ან 1754 — გ. 1826) — ეგვიპტელი ისტორიკოსი. მთავარი თხზულება "წარსულის საკვირველი ისტორია თავგადასავლებსა და მოვლენათა ქრონიკებში" ეგვიპტის ისტორიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არაბული წყაროა XVII საუკუნის დასასრულიდან 1822-მდე. ჯაბართი თანაუგრძნობდა ეგვიპტელი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას თურქ-მამლუქთა და ფრანგ დამპყრობთა წინააღმდეგ; აკრიტიკებდა ეგვიპტის ფაშას მუჰამად ალის, რის გამოც ჯაბართის ქრონიკა 1879 წლამდე აკრძალული იყო.