ხუკარი
იერსახე
ხუკარი | |
---|---|
მდინარე ხუკარი ქ. კუენკასთან | |
ქვეყანა | ესპანეთი |
ქალაქები | კუენკა, ალსირა |
სათავე | იბერიის მთები ესპანეთი |
სიგრძე | 498 კმ |
აუზის ფართობი | 22,4 კმ² |
ხუკარი ვიკისაწყობში |
ხუკარი (ესპ. Júcar; კატ. Xúquer) — მდინარე ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 498 კილომეტრი. აუზის ფართობი 22,4 ათასი კმ². სათავე აქვს იბერიის მთების სამხრეთ–დასავლეთ შტოქედებზე. მიედინება ლა-მანჩის პლატოსა და ვალენსიის დაბლობზე. ერთვის ხმელთაშუა ზღვის ვალენსიის ყურეს. წყალუხვია ზამთარსა და გაზაფხულზე. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 40 ათასი მ³/წმ. ხუკარსა და მის შენაკად კაბრიელზე არის წყალსაცავი, ქვემოთში – ჰესი. იყენებენ სარწყავად. ხუკარის ნაპირებზეა ქალაქები: კუენკა, ალსირა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 513.