ხოსე კალეხონი
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | ხოსე მარია კალეხონ ბუენო | ||
| დაბადების თარიღი | 11 თებერვალი 1987 | ||
| დაბადების ადგილი |
| ||
| სიმაღლე | 178 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
| საკლუბო ინფორმაცია | |||
| მიმდინარე კლუბი |
| ||
| ნომერი | 21 | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 2006-2007 | რეალ მადრიდი C | ? | (?) |
| 2007-2008 | რეალ მადრიდი B | 40 | (21) |
| 2008-2011 | ესპანიოლი | 97 | (10) |
| 2011-2013 | რეალ მადრიდი | 55 | (8) |
| 2013-2020 | ნაპოლი | 255 | (64) |
| ეროვნული ნაკრები‡ | |||
| 2014- | ესპანეთი | 5 | (0) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 თებერვალი, 2016 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ნოემბერი, 2014 | |||
ხოსე მარია კალეხონ ბუენო (ესპ. José María Callejón Bueno; 11 თებერვალი 1987, მოტრილი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ნახევარმცველი/ დაიბადა 1987 წლის 11 თებერვალს, მოტრილში (გრანადა).
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კალეხონი, სანამ „რეალ მადრიდ-ც“-ში დაიწყება თამაშს, ესპანეთის 16- წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა. „რეალის" მესამე გუნდში 2006-07 წლებში მან 3 თამაში ჩაატარა. ერთი სეზონის შემდეგ კი „რეალ მადრიდ კასტილიაში“ განაგრძო თამაში. ესპანეთის 21- წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2008 წლის 25 მარტს ჰქონდა, სადაც ყაზახ თანატოლებს გოლი გაუტანა. 2007-08 წლებში, როდესაც „კასტილიას“ ღირსებას იცავდა, ის „სეგუნდა ბ-ს“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა 21 გატანილი გოლით
„რეალმა“ კალეხონი „ესპანიოლში“ 2008 წლის ზაფხულში გაასხვისა. პრიმერას პირველ დივიზიონში ესპანელმა სადებიუტო მატჩი 3 სექტემბერს „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ჩაატარა. თავდაპირველად, კალეხონი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ სისწრაფისა და მოხერხებულობის ხარჯზე, მას შედარებით უკან, ნახევარდაცვაში მიუჩინეს ადგილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ხოსე კალეხონი“ ვიკისაწყობში.- Napoli official profile დაარქივებული 2015-02-03 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)